აქტუალური
დეკანოზი დავით ისაკაძე: "ჩვენ არ შეგვიშვეს, თუმცა ვხედავთ, რომ იქ ასობით შიშველი ადამიანი დარბის"

1-aqtual-2-protoiereiსაქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. დეკანოზი დავით ისაკაძე, რომელიც სხვა სასულიერო პირებსა და მრევლთან ერთად ანაკლიაში იმყოფება, პერმანენტული აქციების შესახებ აცხადებს.
დეკანოზის თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ და მათი მიზანია, ის ადგილი აკურთხონ, სადაც ფესტივალი უნდა ჩატარეს. მისივე თქმით, როდესაც პოლიცია სამღვდელოებას ეწინააღმდეგება, ეს ყოველივე ეროვნულის წინააღმდეგობას ნიშნავს.

"მოვუწოდებთ მთავრობას, რომ მსგავსი ქმედებებით ნუ გვიპირისპირდებიან. ჩვენ არ შეგვიშვეს, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ იქ ასობით შიშველი ადამიანი დარბის“, - განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.