პოლიტიკა
საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა სომეხ კოლეგასთან, რის შემდეგაც საქართველოს და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლების გაფართოებული შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტ, სერჟ სარგსიანთან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დელეგაცია ქალაქ ერევანის ბრენდის კომპანიის კონიაკის ქარხანას ეწვევა.