პუბლიკაციები
მიშას, პროსტატის გარდა, თავიც სტკივა - გუშინ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო კანცელარია ძონძების მაღაზიაში შეეშალა!

1-cirk-sam1-analit2საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ექსპრეზიდენტმა ფსიქიური აშლილობის სიმულაცია დაიწყო - იმ მიზნით, რომ საქართველოს მართლმსაჯულებამ ის არაადექვატურ ავადმყოფად სცნოს და ამის საფუძველზე მის მიმართ მრავალი სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტოს! გუშინ მან ამის დამადასტურებელი კიდევ ერთი ქმედება ჩაიდინა - საქართველოს სახელმწიფო კანცელარიას თავისი ნახმარი 7 პიჯაკი და ერთი ქაშმირის პალტო გადაუგზავნა - „ივანიშვილს გადაეცითო“...
ამის გამო მთავრობის კანცელარიასთან პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი გამოიძახეს. სამართალდამცავები ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ლანა ღვინჯილიამ გამოიძახა. ღვინჯილიას განცხადებით, მას შემდეგ რაც კანცელარიის მისაღებში მიხეილ სააკაშვილის მიერ გაგზავნილი პიჯაკები არ ჩაიბარეს, შენობიდან გამოვიდა მამაკაცი, რომელმაც მას შეურაცხყოფა მიაყენა, ხელითაც შეეხო და მიტანილი ნივთები მანქანაში ჩაუყარა. პატრულის წარმომადგენლები ღვინილიას გაესაუბრნენ და განცხადება ჩაიბარეს.
"როდესაც ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობ ნივთებს და მერე ისევ აბრუნებ, ეს მე მგონი, ძალიან არასერიოზულია და ჩვენ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ", - განაცხადა ამ ფაქტის კომენტირებისას მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კობახიძემ.