პუბლიკაციები
პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციონირებაზე აღმასრულებელ ხელისუფლებას სპეციალურ ბრიფინგზე რჩევები მისცა - მარგველაშვილი მზადაა, უშიშროების საბჭო „მშობლიური“ რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით, პარლამენტს, ოღონდ არა პრემიერ ღარიბაშვილს გადასცეს!

1-gamosvla-saz3-analit3

საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილი: ეროვნული უშიშროების საბჭო არის საქართველოს კონსტიტუციური მოწყობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ჩვენ დღეს შეხვედრაზე მეგობრებს და კოლეგებს გავაცანით ჩვენეული ვერსია და ჩვენეული ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ორგანოში ძალიან მნიშვნელოვნად უნდა იქნას წარმოდგენილი პარლამენტი - იმისთვის, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოში აღმასრულებელი კანონმდებლობის წარმომადგენლები, საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები შეთანხმდნენ ერთიან პოზიციაზე ქვეყნის უშიშროების საქმეში ...ჩვენი მუშაობა გაგრძელდება, ჩვენ დეტალურად გავივლით საკითხებს, რაც განხილული იქნა შეხვედრაზე”.

საქინფორმი არაერთხელ აცხადებდა საქართველოს კონსტიტუციის დებულების შეუსაბამობაზე სახელმწიფოშ რეალურად არსებუ საქმის ვითარებასთან: ესაა ქვეყნის პრეზიდენტიც, რომელიც პარლამენტმა უნდა აირჩიოს, ისევე, როგორც ნებისმიერ საპარლამენტო რესპუბლიკაში და არ უნდა იქნეს არჩეული საყოველთაო კენჭისყრით; ესაა უმაღლესი მთავარსარდალიც, რომელიც ხელისუფლების რეალური მეთაური უნდა იყოს და არა თავის უფლებამოსილებებშ შეზღუდული „საქორწინო გენერალი“-პრეზიდენტი; და ბოლოს, ესაა უშიშროების საბჭო, რომელიც პრეზიდენტთან არსებული აბსოლუტურად ჰკარგავს თავის ფუნქციას და რეალურად უნდა არსებობდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურთან, რომლის ხელშიც, ახალი კონსტიტუციით, ხელისუფლების ყველა ბერკეტია თავმოყრილი.

საქინფორმი არაერთხელ აკეთებდა პროგნოზს, რომ საქმის ამგვარი ვითარება არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და აი გუშინ პროცესი დაიძრვა, რამაც სკანდალური რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში და პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის მორიგი კონფლიქტის საბაბი წამოშვა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ სავარაუდო ცვლილებების შესაბამისად, რომლებიც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისკენაა მიმართული, საქართველოს თავდაცვის სამინსიტროს გენშტაბის უფროსს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი და არა პრეზიდენტი, როგორც ეს დღეს ხდება, ასევე, პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს ფუნქციები პრემიერ-მინისტრთან არსებულ ანტიკრიზისულ საბჭოს გადაეცემა.