პუბლიკაციები
უკრაინის არმიის დანაკარგები სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში (ლუგანსკი, დონეცკი, ხარკოვი, სლავიანსკი, კრამატორსკი, კრასნოარმეისკი, შახტიორსკი, ოდესა, მარიუპოლი, წითელი ლიმანი და დონბასის მიმდებარე რაიონები) ე. წ. ატო-ს ჩატარების პერიოდში

mainცნობისათვის: ქვემოთ მოცემული მონაცემები უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ე. წ. ანტიტერორისტული ოპერაციის (ატო) ჩატარების პერიოდს მოიცავს დასაწყისიდან - 2014 წლის 3 აპრილიდან - 2014 წლის 20 აგვისტომდე. ისინი შეკრებილია სხვადასხვა, მეტ-ნაკლებად საიმედო უცხოური წყაროებიდან და სამხედრო მოქმედებათა ცნობებიდან, თანაც ხშირად - დაპირისპირებული მხარეებისა, და მხოლოდ შედარების, ანალიზისა და შეჯამების შემდეგ წარმოდგენილია მკითხველის სამსჯავროზე.

ცოცხალი ძალის დანაკარგები

სულ - 24 487, მათგან დაიღუპა - 18 753:

- „მარჯვენა სექტორის“ 2 925 ბოევიკი, რომლებიც „ნაციონალური გვარდიის“ შემადგენლობაში შევიდნენ, ასევე 30 დაქირავებული მებრძოლი ოლიგარქ იგორ კოლომოისკის სპეციალური ბატალიონებიდან „დნეპრ“, „აზოვ“, „აიდარ“ (ცხედრებს დნეპროპეტროვსკში მიასვენებდნენ და ადგილობრივ კრემატორიუმში ანადგურებდნენ ან დახვრეტის ადგილას მარხავდნენ და ირიცხებიან, როგორც უგზოუკვლოდ დაკარგულები. გარდა ზაპოროჟიეს ოლქისა, ასეთი სამარხები სლავიანსკის მახლობლად მდებარე წყალსაცავებში აღმოაჩინეს. ასევე მოიპოვება ინფორმაცია გასაყიდად ორგანოების სიტემური მიწოდების შესახებ საზღვარგარეთ).

-9 204 სამხედრო მოსამსახურე უკრაინის შეიარაღებული ძალებისა (ძირითადად, დნეპროპეტროვსკის 25-ე სადესანტო  ბრიგადისა და ჟიტომირის 95-ე აერომობილური ბრიგადის, ლვოვის ოლქიდან 24-ე მოტორიზებული ბრიგადის, 79-ე აერომობილური ბრიგადის, მე-5 მექანიზებული ბრიგადის, 24-ე მექანიზებული ბრიგადის იავროვის ოლქიდან, 72-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ბელაია ცერკოვიდან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი საამმართველოს კრემენჩუგის ბრიგადიდან და უკრაინის არმიის სხვა ქვედანაყოფებიდან, ძირითადად, დისლოკაციის ადგილებიდან დასავლეთ უკრაინაში);

-უკრაინის შსს-ს 3 500 თანაშრომელი „ნაციონალური გვარდიის“ რიცხვიდან;

-უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის 354 თანაშრომელი;

-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის 200 თანამშრომელი;

-ცე-რე-უს, ფე-ბე-ერ-ისა და აშშ-ის სპეცნაზ რუმოს (თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველო) 70 თანაშრომელი;

-2500 დაქირავებული მებრძოლი პოლონური ჩვკ-დან (კერძო სამხედრო კომპანია) „ASBS Othago“, ამერიკის ჩვკ-დან „Academi” და Greystone Limited”, კანადის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ლიტვის, ესტონეთის, იტალიის, შვედეთის, თურქეთის, ჩეხეთის, ფინეთის, აფრიკისა და არაბული ქვეყნების კერძო სამხედრო კომპანიებიდან.

ტყვედ ჩავარდა, დეზერტირად იქცა ანდა უგზოუკვლოდ დაიკარგა - 5 734:

- СБУ-ს 37 თანამშრომელი;

-„ნაცგვარდიის“ 1 465 მებრძოლი;

- უკრაინის სამხედრო ძალების 1 965 სამხედრო მოსამსახურე;

- 1027 უცხოელი დაქირავებული მებრძოლი:

- 1240 სხვა კატეგორიის ბოევიკი.

(დახურული ცნობის თანახმად, რომელსაც ხელს უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი აწერს, მარტო 2014 წლის 9 ივლისიდან 15 ივლისამდე პერიოდში მოკლული იქნა უკრაინის ძალოვანი უწყებების გასამხედროებული და სამხედრო ქვედანაყოფების 1 600 და დაიჭრა 4 723 წევრი. ხოლო უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინ ნალივაიჩენკოს ჩანაწერის თანახმად, 14-დან 19 ივლისამდე უკრაინის ძალოვანი ქვედანაყოფებიდან უგზოუკვლოდ დაიკარგა და დეზერტირად იქცა 3 473 მებრძოლი. მარტო 2014 წლის 1-დან 15 აგვისტომდე უკრაინამ უკრაინის სამხედრო ძალების 1450 სამხედრო დაკარგა).

1 2
3 4
5 6
7 8
9 10

 

ტექნიკის დანაკარგები

ავიაცია

თვითმფრინავები - სულ 26 ერთ:

МиГ-29  - 2 ერთ;

СУ-25 – 14 ერთ (ბოლო 2 18 აგვისტოს ქალაქ კრასნოდონის რაიონში ჩამოაგდეს, მიმდინარეობს პილოტების ძებნა, რომლებმაც კატაპულტირება მოახდინეს);

CУ-24 – 4 ერთ;

АН-26 -3 ერთ;

АН-30 -1 ერთ;

ИЛ-76 -2 ერთ;

(გუშინ, 2014 წლის 20 აგვისტოს, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მოლაშქრეებმა ლუგანსკის ოლქის თავზე კიდევ ერთი მოიერიშე თვითმფრინავი Су-25ჩამოაგდეს, რაც უკრაინის თავდაცვისა და ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ანდრეი ლისენკომაც დაადასტურა ტელეარხ «112 Украина»-ს ეთერში).

შვეულმფრენები «Ми-24» და «Ми-8», МИ-17 - სულ 20 ერთ.

БПЛА (უპილოტო საფრენი აპარატები) - სულ 6; ამასთან 5 - 2014 წლის 1-15 აგვისტოს პერიოდში;

ავტომანქანა - სულ 348 ერთ, მათგან:

-„ჰამერი“ – 6 ერთ;

- ГАЗ-66 – 11 ერთ;

- УРАЛ – 48 ერთ;

- КАМАЗ – 47 ერთ;

- ЗИЛ-131 – 4 ერთ;

-  КрАЗ – 1 ერთ;

-  КШМ (სამეთაურო-საშტაბო მანქანა) -1 ერთ;

-საავტომობილო საწევარი (АТ) – 75 ერთ.

ტანკები და ჯავშანმანქანები

ტანკი - 121 ერთ;

БТР - 132 ერთ;

БМП – 113 ერთ; (БМП-1 БМП-2)

БМД -  47 ერთ;

БРДМ – 4 ერთ.

არტილერია:

РСЗО БМ 21  «Град» -32 ერთ;

РСЗО «Смерч» - 5 ერთ;

240 მმ-იანი მძიმე თვითმავალი ნაღმმმტყორცნი «Тюльпан» - 3 ერთ;

РСЗО (ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი) «Ураган» - 9 ერთ;

152 მმ САУ (თვითმავალი საარტილერიო დანადგარი) 2С3 «Акация» - 1 ერთ;

САУ-2С9 «НОНА», «Гвоздика» 2С1 – 15 ერთ;

120 მმ ნაღმმტყორცნი - 30 ერთ;

82 მმ ნაღმტყორცნი - 26 ერთ;

ჰაუბიცები Д-30 – 17 ერთ;

საზენრიო დანადგარი (ЗУ-23-2) – 19 ერთ;

დანადგარი ПТУРС (მართვადიტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ჭურვები) «Конкурс» - 3 ერთ.

 

ხელში ჩაგდებულია (2014 წლის 1 ივლისიდან 5 აგვისტომდე):

-ტანკი Т-64 – 47 ერთ;

- БМП – 45 ერთ;

- БТР – 35 ერთ;

- САУ 2С1 «Гвоздика» - 15 ერთ;

- САУ 2С9 «НОНА» - 4 ერთ;

- РСЗО БМ-21 «Град» – 12 ერთ;

-ჰაუბიცა Д-30 – 5 ერთ;

-82 მმ ნაღმმტყორცნი - 26 ერთ;

-საზენიტო დანადგარი ЗУ-23-2 – 15 ერთ;

-საავტომობილო საწევარა (АТ) – 75 ერთ.

ყოველთვიურად ატოს ჩატარება უკრაინას 97 მლნ დოლარზე მეტი უჯდება (უკრაინულ გრივნაზე გადაყვანით - ეს 1 მლრდ 160 მლნ გრივნაზე მეტია, რომლის ინფლაციის კურსმა გუშინ, 2014 წლის 20 აგვისტოს, ისტორიულ მინიმუმს გადააჭარბა და 1 ევრო - 17,65 გრივნა ნიშნულს მიაღწია)

11 12
13 14
15 16
17 18
19 20

 

უკრაინული არმიის დიდი დამარცხებები

2014 წლის 20 ივნისს ქალაქ არტემოვსკში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებით ხელში ჩაგდებულია სამხედრო ნაწილი А-2730, სადაც 200 ერთეულ ტანკზე, 183 ერთეულ БМП-სა და 288 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორზე მეტია განთავსებული.

მხოლოდ 2014 წლის 2-დან 4 ივლისამდე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს აგრესორის ერთი დანადგარი «Град», ერთი ნაღმმტყორცნი ბატარეა, ორი ჯავშანტრანსპორტიორი, ოთხი ტანკი, სამი БМП, ოთხი ჰაუბიცა და სამი თვითმფრინავი.

მარტო 2014 წლის 14 ივლისს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის არმიამ გაანადგურა, როგორც მინიმუმ, 5 ტანკი, ორი БМП, ორი ჯავშანტრანსპორტიორი, ერთი ნაღრმტყორცნი ბატარეა, რამდენიმე  „Урал“ და უკრაინის არმიის ასზე მეტი ჯარისკაცი.

ყველაზე დიდი დამარცხება უკრაინის არმიამ საბრძოლო მოქმედებათა მთელი ხნის განმავლობაში დონბასში იწვნია, როცა 2014 წლის ივლისის შუა რიცხვებში ქვაბურიდან გამოსვლას შეეცადა რუსეთ-უკრაინის საზღვრის რაიონში სასაზღვრო-გამსვლელ პუნქტებთან: იზვარინო, კრასნოპარტიზანსკ, დოლჟანსკოე და დაკარგა თითქმის მთელი პირადი შემადგენლობა და ტექნიკა. სახალხო მოლაშქრეებმა საურ-მოგილის მაღლობზე დააყენეს ჰაუბიცებისა და РСЗО-ს ბატარეა, რის შემდეგაც ის პრაქტიკულად მიუდგომელი გახდა, ხოლო უკრაინის ჯარების მთელი სამხრეთ დაჯგუფება  ცეცხლის ქვეშ მყოფ აღჭურვის ვიწრო ხაზზე მოექცა.

უკრაინის არმიის დანაკარგები ე.წ. სამხრეთის ქვაბურში, 72-ე, 24-ე, 51-ე მექანიზებული, ასევე 79-ე აერომობილური ბრიგადისა და გენშტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცნაზის მე-3 პოლკის ძალებით უკრაინა-რუსეთის საზღვარზე კონტროლის აღდგენის ოპერაციის ჩაშლის შედეგად, შეადგენს უკრაინის 3.5 ათას სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც უწინ დაბლოკილი იყვნენ დონეცკის ოლქისა და რუსეთის საზღვარზე და რომლებიც უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებიან. ამგვარად, უკრაინის დაჯგუფებამ, რომელიც დასაწყისში 5 ათას მებრძოლს ითვლიდა, თავისი არსებობა შეწყვიტა.

ალყას თავი დააღწია მხოლოდ 7-დან 18 კაცამდე შემდგარმა 4 ჯგუფმ - ბელოცერკოვის 72-ე მოტორიზებული ბრიგადის სამხედროებმა, რომლებაც ხსნა რუსეთში პოვეს. რფ-ის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა 438 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, 164 მესაზღვრე, შახტიორსკში კი ტყვედ ჩაბარდა 702 ადამიანი უკრაინის არმიიდან.

კიევში დაადასტურეს, რომ „72-ე მოტორიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეთა დიდი ჯგუფიიძულებული გახდა, რფ-ს საზღვარზე გადასულიყო. უკრაინელებს ჰუმანიტარული კორიდორი გაუხსნეს და რფ-ს ტერიტორიაზე შეუშვეს. სპეციალურად გამართულ საველე ბანაკშ მათ შხაპის მიღებისა და ტანსაცმლის გამოცვლის საშუალება მისცეს, დააპურეს, რის შემდეგაც 180-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო სამშობლოში გამშვები პუნქტი „მატვეევ კურგანის“ გავლით დაბრუნდა. 72-ე მოტორიზებული ბრიგადის ჯარისკაცების მაგალითს მიბაძეს ორი სხვა შენაერთის ნაშთებმა, რომლებიც „სამხრეთ ქვაბურში“ დამარცხდნენ - 28-ე გვარდიულმა და 78-ე ცალკეულმა აერომობილურმა ბრიგადებმა.

 

21 22
23 24
25 26
27 28
29 30

 

უიმედო პროგნოზები უკრაინის არმიისთვის

უკრაინის არმიის დანაკარგეი დონეცკისა და ლუგანსკის შტურმისას 10-დან 20 ათასამდე ჯარისკაცსა და ოფიცერს შეადგებს, რაც აჭარბებს ატოს ძალების დანაკარგს ოპერაციის მიმდინარეობის მთელი ხნის განმავლობაში, - ამ დასკვნამდე მივიდნენ სამხედრო ექსპერტები. უკრაინის არმიის შესაძლო დანაკარგების შეფასების ათვლის წერტილად მათ გამოიყენეს რუსეთის არმიის დანაკარგები 1995 წლის იანვარ-თებერვალში გროზნოს შტურმისას. შს ყოფილი მინისტრი ანატოლი კულიკოვის შეფასებით (რომელიც იმხანად შინაგანი ჯარების მთავარსარდალი გახლდათ), რუსეთის არმიის აუნაზღაურებელმა დანაკარგებმა გროზნოს შტურმისას 1500 კაცი შეადგინა.

გროზნოს შტურმისას რფ-ის სამხედრო ძალები აქტიურად იყენებდნენ ავიაციას, უფრო დიდი წინააღმდეგობის რაიონებზე ავიადარტყმები ხორციელდებოდა. უკრაინის არმიას ამის შესაძლებლობა არ ექნება - ავიაპარკი მიზერუილია და მისი გამოყენება გართულებულია სახალხო მოლაშქრეების მიერ ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის საკუთარი ეფექტიანი საშუალებების არსებობის გამო.

გროზნოში ბოევიკებს არ ჰქონდათ ჯავშანტექნიკა და არტილერია, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების არმია კი არტილერიისა დატანკსაწინააღმდეგო საშუალებების ფართო ნაკრებს, ასევე, საკუთარ ჯავშანტექნიკას ფლობს, რომელიც ასეულობით ერთეულს აღემატება. გროზნოს დამცველი ჩეჩენი ბოევკების რიცხოვნობა 5-15 ათას მებრძოლს შეადგენდა.

დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების არმიას უკვე დღეს შეუძლია რამდენჯერმე მეტი მებრძოლის გამოყვანა. გასათვალისწინებელია, რომ თავად ქალაქებისათვის ბრძოლების მიმდინარეობისას ამ არმიებს უერთდება დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებთა არცთუ მცირე რიცხვი.

ასევე აუცილებელია იმ სივრცის ხასიათი, რომლის აღებაც უკრაინის არმიას ბრძოლით უწევს. გროზნოს საცხოვრებელი ფონდი კერძო სექტორისგან შედგებოდა, სადაც აქტიური საბძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობდა, წინააღმდეგობის ძირითად რაიონებად მრავალსართულიანი რაიონები იქცა. დონეცკი და ლუგანსკი კი უპირატესად მრავალსართულიანი ქალაქებია.

სსრკ-ს დროინდელი გროზნოს მოსახლეობის რიცხოვნობა 300 ათასი მცხოვრებია, რაც ხუთჯერ ნაკლებია დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობაზე ერთად აღებული. შესაბამისად, სივრცე, რომლის გავლაც ბრძოლებით მოუწევთ უკრაინის ნაწილებს, 7-10-ჯერ მეტია.

დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების არმიების პროფესიონალიზმი, რომელიც სამთვიანი ბრძოლების განმავლობაში შეიძინეს, უკვე დღეს საკმაოდ მაღლად ფასდება (იხ. ზემოთ). ამას მოწმობს უნარი, ეფექტიანად შეეწინააღმდეგოს უკრაინის ნაწილებს, რომლებიც რამდენჯერმე აღემატება სახალხო მოლაშქრეებს პირადი შემადგენლობის რიცხოვნობით და ათჯერ - მძიმე შეიარაღებით.

31 32
33 34
35 36
37 38
39 40

 

დასკვნა - უკრაინის არმიამ ამოწურა თავისი ადამიანური, მატერიალური და მორალური რესურსები

როცა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, სლავიანსკთან, სახალხო მოლაშქრეებმა სამთავრობო ჯარების შვეულმფრენი Ми-8 ჩამოაგდეს, იქ დაიღუპა 14 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის - ნაციონალური გვარდიის სპეციალური და საბრძოლო მომზადების უფროსი, გენერალ-მაიორი სერგეი კულჩიცკი. გენერლის დაღუპვამ სამხედრო მოსამსახურეების ფსიქიკას ძლიერი დარტყმა მიაყენა. არმიის მორალური მდგომარეობა კი ისედაც არ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ჯარისკაცებისა და ოფიცრების ძირითად მასას არ სურს თანამოქალაქეებთან ომი, ამიტომ საბრძოლო მოქმედებებში, ძირითადად, ნაციონალური გვარდია და ტერიტორიული თავდაცვის დაქირავებული ბატალიონები მონაწილეობენ. როტაცია არ განხორციელდება, რადგან ამოქმედებულია ყველა არსებული ადამიანიური რესურსი. უფრო მეტიც, უახლოეს ხანებში თადარიგში გადაყვანა მოუწევს სასწრაფო სამსახურის თითქმის 6 ათას ჯარისკაცს, რომელთა გაჩერებასაც არმიაში ატოს დასრულებამდე გეგმავდნენ. თუმცა, ჯარისკაცტა მშობლებისა და თავად სამხედროთა უკმაყოფილებამ თავდაცვის სამინისტრო აიძულა, გეგმებისთვის გადაეხედა. მაგალითისათვის ახლახან სახალხო მოლაშქრეებმა ხელში ჩაიგდეს შინაგანი ჯარების #3035 სამხედრო ნაწილი. სასწრაფო სამსახურის ჯარისკაცები, მეთაურის ბრძანებით, ჰაერში ისროდნენ, მხოლოდ ერთი სერჟანტი-კონტრაქტორი ისროდა ტყვიამფრქვევიდან და მძმედ დაიჭრა. საღამოს სამოქალაქო ტანსაცმლით შემოსილმა 60 ჯარისკაცმა სახლებს მიაშურა, დანარჩენებიკიდევ უფრო ადრე წაიყვანეს მშობლებმა...

ჯარების როტაცია, ანუ დაქანცული სამხედრო ქვედანაყოფების შეცვლა ახლით შეუძლებელია ფულის არარსებობის გამოც. სამხრეთ-აღმოსავლეთში სამხედრო ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად არ არსებობს - თითქმის ყველა ჯარი, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, დასავლეთში მდებარე დასახლებებში იყო განთავსებული. პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის გადაყვანა აღმოსავლეთში სარკინიგზო შემადგენლობებით, მანქანების საწვავით მომარაგება მილიარობით გრივნა დაჯდა.

ატოს ჩატარების ტერიტორიიდან 51-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის გამოყვანა მოუხდათ, რომლის ნაწილიც 2014 წლის 22 მაისს დაიღუპა ვოლნოვახასთან. უკრაინის არმიის ტრაგედიას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ 23 წლის წინ, როცა ხელისუფლებამ კიევში აგდაწყვიტა, რომ უკრაინა ნატოში შევა და ამიტომ ძლიერი არმია არ სჭირდება. არმია შემოსავლის მიღების წყაროდ აქციეს, ყიდდნენ რა სსრკ-სგან შემორჩენილ ასეობიტ ტანკს, საბრძლო მანქანას, შვეულმფრენსა და თვითმფრინავს. 23 წლის განმავლობაში სულ 10 ახალი ტანკი და 80-მდე ჯავშანტრანსპორტიორი მიიღეს, რომლებზეც ერაყმა უარი განაცხადა ჯავშანში ბზარების არსებობის გამო. ძვირად დაუჯდათ აუთსორსინგიც. ჯარისკაცების გამოკვებაზე პასუხისმგებელკი სამოქალაქო ფორმები იყვნენ, ისინი კი ვალდებული არ არიან, ომში წავიდნენ. ჯარისკაცები ველებზე სამზრეულოსა და მზარეულების გარეშე აღმოჩნდნენ. აღჭურვილობა ისეთია, რომ ნაწილების უმეტესობა ნახევრად მშიერია. სამყოფი არ არის პური და წყალიც კი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, უკრაინის ჯარებს აშკარად არ შესწევთ გაბედულ და საიერიშო მოქმედებებზე გადასვლის უნარი. ისინი ქალაქებს ჰაუბიცებიდან და ნაღმმტყორცნებიდან ესვრიან, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ფსიქოლოგიურად დათრგუნვისა და მასობრივი პროტესტების გამოწვევის მცდელობაა სახალხო  მოლაშქრეთა გასაძევებლად (როგორც ეს იუგოსლავიაში მოხდა, 199 წლის 24 მარტიდან 10 ივნისამდე ოპერაცია „სოიუზნაია სილას“ ჩატარებისას, როცა ნატოს ძალების მიერ განხორციელებულმა დაბომბვებმა მილოშევიჩის ჩამოგდება გამოიწვია). შედეგად კი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში უკუეფექტი მიიღეს - სახალხო ლაშქარში სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი ეწერება! უკრაინის სიტუაციასთან დაკავშირებულ გაეროს მოხსენების ინფორმაციით, ძალოვანი ოპერაციის შედეგად, რომელსაც კიევის ხელისუფლება 2014 წლის აპრილიდან დღემდე ახორციელებს, უკრაინაში მოკლულია 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები, 5000-ზე მეტი კი დაჭრილია.  

ომი სამხრეთ-აღმოსავლეთში იმთავითვე გამოფიტვისკენ მიმართული ომი გამოდგა, ასე გრძელდება დღემდე. თუმცა, თუ სახალხო მოლაშქრეები გამარჯვებამდე ბრძოლას აგრძელებენ და მათი რიგებიც რეგულარულად ივსება, უკრაინულმა ჯარებმა და „ნაცგვარდიამ“ თავისი რესურსები - ადამიანური, მორალური და მატერიალური, ამოწურეს.

41 42
43 44
45 46
47 48
49 50

 

საქინფორმი
2014 წლის 21 აგვისტო
საქართველო, თბილისი