პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე: “სააკაშვილი ტაკიმასხარაობს, იგი დასცინის საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს და მთელს ქართულ საზოგადოებას!”

anal-2-GEOსაქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. პოლიტოლოგ ჯუმბერ კირვალიძეს მიხეილ სააკაშვილის დავალებით, მისი პიჯაკებისა და პალტოს მთავრობის ადმინისტრაციაში მიტანა საზოგადოებისა და სამართალდამცველი ორგანოების დაცინვად მიაჩნია.
"დღეს, სააკაშვილის დავალებით მისი "საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" თანამშრომელმა, ვინმე ლანა ღვინჯილიამ, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში მიიტანა "7 პიჯაკი (სხვადასვა ზომის) და 1 "ქაშმირის პალტო", და განაცხადა შემდეგი, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა დაავალა ამის გაკეთება პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდების საპასუხოდ, 8 მილიონ 800 ათასი ლარის გაფლანგვასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული იყო სააკაშვილის მიერ შეძენილი აღნიშნული რაოდენობის პიჯაკების და "პალტოს" შესახებ. მოკლედ, სააკაშვილი ტაკიმასხარაობს და დასცინის, როგორც საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, ისე მთლიანად მთელს ქართულ საზოგადოებას! ამიტომ, მისდამი პასუხი უნდა იყოს შესაბამისი, როგორც თავად მოითხივდა საკუთარი თანამოქალაქეების წინააღმდეგ რამოდენიმე წლის წინ, ისეთივე დამოკიდებულება უნდა იყოს მის მიმართ – "ნულოვანი ტოლერანტობა სააკაშვილს"!

გახსოვთ, შარშან შსს-ს მიერ უცხოელი დიპლომატიური კორპუსის და ქვეყნის მასმედიისთვის დემონსტრირებული ვიდეოკადრები (მათი საერთო რაოდენობა 30 ათასს ფაილს აღწევდა) თავისუფლად შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი, ანტიადამიანური ხასიათის მატარებელი უმძიმესი სახის დანაშაულებები, სადაც აღბეჭდილი იყო ადამიანების უსასტიკესი წამების კადრები! სააკაშვილის რეჟიმის ამ ქმედებებს ჰქონდა სისტემური ხასიათი, რომელიც კონტროლდებოდა "ნაციონალური" ხელისუფლების უმაღლესი პირების მიერ, პრეზიდენტის ჩათვლით! ამიტომ, ის სამი ბრალდება, რომელიც წაყენებული აქვს ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, აუცილებლად უნდა გამყარდეს ახალი ბრალდებით, მისი, როგორც სახელმწიფოს პირველი პირის მიმართ (თუ გვინდა, რომ საგარეო ძებნა გამოცხადდეს მასზე, ინტერპოლის ხაზით!), რომელიც სათავეში ედგა სახელმწიფოში წარმოებულ უსასტიკეს პოლიციურ რეჟიმს, რომელიც აშკარად გამოხატულ სისტემური დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და რომელმაც ასობით ადამიანს სიცოცხლე მოუსწრაფა, ათასობით ადამიანი ფიზიკურად დააინვალიდა, ხოლო ათობით ათასს ღირსება შეულახა და დაამცირა, არაფერს ვამბობ უამრავ ადამინზე, რომლებმაც უდიდესი მატერიალური ზიანი განიცადეს! დიახ, „ნულოვანი ტოლერანტობა " ნაცმტარვალების ბელადს! სააკაშვილი უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე! საქართველოს ხელისუფლებამ უცხოელ მეგობრებს უნდა აუხსნას (რასაც აკეთებს, მაგრამ ეტყობა კიდევ უფრო აქტიურად უნდა მოვეკიდოთ ამ საქმეს, რომ დასავლეთის პოლიტისტებლიშმენტში კითხვები არ ჰქონდეთ!), რომ, იმ შემთხვევაში თუ სამართლიანი და თავისუფალი სასამართლო არ შესდგება, ქართული საზოგადოების გულისწყრომა არ განელდება და სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი უფრო დიდი სიმწვავით დაისმება, რაც შეიძლება კანონიერების ფარგლებს გასცდეს... ამიტომ, კარგი იქნება თუ დასავლელი მაღალი კვალიფიკაციის იურისტებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ პროცესში!.. იმედისმომცემია, აშშ ელჩის ნი ნორლანდის გუშინდელი განცხადება, რომ ამერიკის ადმინისტრაცია აკვირდება ამ სამართლებრივ პროცესებს და მოითხოვს, მხოლოდ მათ გამჭვირვალეობას!! დიახ, არავითარი პროტესტი სამართლიანი გამოძიების და სასამართლოს ჩატარების წინააღმდეგ აშშ ადმინისტრაციის ოფიცილურ პირებს არ გამოუთქვამთ, რისი იმედიც ჰქონდათ ნაცმოძრაობის წევრებს და მათ მცირერიცხოვან მომხრეებს!.. ასე რომ, სიტყვა საქართველოს პროკურატურაზეა და "სამართალმა პური უნდა ჭამოს", - აცხადებს პოლიტოლოგი.

 

geonews.ge