საზოგადოება
საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. ავღანეთში დისლოცირებული სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე რიგითი ლევან მარგველიანი ISAF-ის სარდლობამ კვირის საუკეთესო ჯარისკაცად დაასახელა.
ავღანეთში სამხრეთის რეგიონალური საკომანდოს მეთაურმა, გენერალ-მაიორმა მაიკლ ბილსმა ქართველ სამხედროს სპეციალური სერთიფიკატი გადასცა. რიგით მარგველიანს სპეციალური ჯილდო სამხედრო ბაზა "პასაბზე" დღისა და ღამის პატრულირებებისას გამოჩენილი თავდადებისათვის, ასევე მასზე დაკისრებული ყველა სამხედრო ამოცანის წარმატებით შესრულებისთვის გადაეცა.