პუბლიკაციები
საქინფორმის მთავარი რედაქტორის 2014 წლის 27 მაისის პროგნოზი დადასტურდა - ვულკანი ყაზბეგი იღვიძებს, ამიტომ მის მწვერვალებზე ყინული დნება და დარიალის ხეობაში ცვივა

1-freya-analit2-main3 თვის წინ - 2014 წლის 17 მაისს დარიალის ხეობაში პირველად ჩამოწვა უზარმაზარი მეწყერი. 10 დღის შემდეგ - 2014 წლის 27 მაისს - საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა წამოაყენა მომხდარის თავისი, ოფიციალურისგან განსხვავებული ვერსია და გააკეთა პროგნოზი, რომ სტიქიური უბედურება მალე განმეორდება, რაც მოხდა კიდეც 2014 წლის 20 აგვისტოს.

ამიტომ დღეს საქინფორმი განმეორებით აცხადებს: მყინვარის უზარმაზარი ნაწილი მთის მწვერვალს წყდება მიწის მომატებული ტემპერატურის გამო, რაც მის დნობა იწვევს. ამიტომ მეწყერის ჩამოწოლა კვლავაც გაგრძელდება. საფრთხეს აძლიერებს წვიმები, რომლებიც მიწის ქანების დარბილებას და მეწყერის ჩამოწოლას ხელს უწყობს. 

რით არის გამოწვეული მიწის ტემპერატურის გაზრდა? ვულკანმა ყაზბეგმა გამოღვიძება დაიწყო! როგორც ცნობილია, კავკასიის ქედის მთების ჯაჭვი - შედარებით ნორჩი ვულკანური წარმონაქმნია - ვულკანი ყაზბეგის ბოლო ამოფრქვევა ჩვენს წ. აღ-მდე 650 წელს მოხდა. დღეს, ანუ 2650 წლის შემდეგ, განახლებულმა ვულკანურმა პროცესებმა მთის მასივის შიგნით მიწა გაათბო და ყინული გაადნო!

ყაზბეგმა თუ კიდევაც გაიღვიძა, უცნობია - მოხდება თუ არა ამოფრქვევა, თუმცა წინასწარი მიწისძვრების ალბათობა ვულკანური პროცესებისგან საკმაოდ დიდია.

თუმცა, ბუნებრივ კატაკლიზმებს პოლიტიკური კატაკლიზმების პროვოცირება შეუძლია საქართველოს სამხედრო გზის დაკეტვასთან დაკავშირებით. შედეგად არა მარტო (და არა იმდენად) საქართველო, არამედ სომხეთი ნამდვილ სატრანსპორტო ბლოკადაში აღმოჩნდება, რადგან რუსეთზე ყველაზე მოსახერხებელ გასასვლელს კარგავს, რომელიც მისთვის, გაზვიადების გარეშე, სიცოცხლის გზაა”. ალტერნატიული გზები ხომ სომხეთისთვის უაღრესად არარენტაბელური და ამიტომ - არარეალურია:

1. მარშრუტი საქართველოს გავლით (ფოთის პორტი - ბორნით გადასასვლელი - ილიჩევსკის პორტი) უკრაინაზე გადის, მაგრამ შემდგომ, რუსეთის საზღვარმდე - ხმელეთით და სწორედ იმ ოლქებზე, სადაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.

2. მარშრუტი ირანის გავლით, ისევე როგორც საავიაციო, ასევე არარეალურია მათი მოუხერხებლობისა და უკიდურესი სიძვირის გამო.

შექმნილ ვითარებაში გამორიცხული არ არის, რომ დღის წესრიგში ისევ დადგეს სომხეთის სარკინიგზო კავშირი რუსეთთან საქართველო-აფხაზეთის გავლით, რასთან დაკავშირებითაც გასათვალისწინებელია სამი გარემოება:

პირველი - რომ ხვალ - 2014 წლის 24 აგვისტოს - აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება;

მეორე - რომ 2014 წლის 27 მაისს ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები დაწიყო, რომლებიც დრემდე არ წყდება;

მესამე - რომ 2014 წლის 29 მაისს ასტანაში რუსეთმა, ბელარუსმა და ყაზახეთმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირი შექმნეს (ЕАЭС), რომელსაც სომხეთიც შეუერთდა.

არის თუ არა რაიმე კავშირი ამ მოვლენებ შორის, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით მოხდა და ბუნებრივი კლიმატის რა ცვლილებები მოახდენს დარიალის ხეობაში პროცესების პროვოცირებას - ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ისინი რომ კავკასიის პოლიტიკური კლიმატისთვის უკვალოდ რომ არ ჩაივლის - უკვე დავოა.

საქინფორმი
2014 წლის 22 აგვისტო
საქართველო, თბილისი

1-freya-analit2 1-freya-analit2-2
1-freya-analit2-3 1-freya-analit2-4