გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი - 112 ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა დაათვალიერა
საქართველო, 25 აგვისტო,
საქინფორმი. ცენტრის მუშაობის სპეციფიკა ელჩს 112-ის დირექტორმა
გიორგი ბიჭაშვილმა გააცნო.
რიჩარდ ნორლანდისა და
გიორგი ბიჭაშვილის შეხვედრის მთავარი თემები 112-ის სამომავლო პროექტების განხორციელებაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და 911-ის გამოცდილების გაზიარების საკითხებს შეეხებოდა.
შეხვედრაზე 112-ის წარმომადგენლებმა რიჩარდ ნორლანდს ცენტრში განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნეს. რიჩარდ ნორლანდი ოპერატორების მუშაობის პირობებითაც დაინტერესდა.