პუბლიკაციები
რა ელოდება ევროკავშირთან ასოცირებულ საქართველოს: ლატვიაში გლეხები მოყვანილ ბოსტნეულს ანადგურებენ, ბაზარი სავსეა პოლონური პროდუქტებით...

aqtual-2-analit-3-zhdetსაქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის ხელისუფლების მიერ ევროკავშირიდან შემოტანილ საქონელზე ემბარგოს დაწესება სერიოზულად შეეხო ლატვიასაც: ბოსტნეულის მოყვანაზე ორიენტირებულ მეურნეობებში მოსავლის განადგურება დაიწყეს, გლეხები კი იძულებული არიან ხილ-ბოსტნეული ლამის მუქთად გაყიდონ. ამის შესახებ ტელეარხ ДТЕ-ს საინფორმაციო სამსახური იუწყება.

კერძოდ, პურეს, დობულესა და ელგავის რიგ მეურნეობებში იძულებული არიან გაანადგურონ ბოსტნეული, რადგან ბაზარი გადატვირთულია უფრო იაფიანი პროდუქციით პოლონეთიდან. კოოპერატივის ხელმძღვანელი ედიტ სტრაზდინიას განცხადებით, ზემგალელი გლეხები ამ სანქციების ომში მარცხს განიცდიან. „სიტუაცია საკმაოდ სახიფათოა, რადგან დღეს გვიწევს ყვავილოვანი კომბოსტოს, ყაბაყის, სეზონური საქონლის გადაგდება“, - ამბობს სტრაზდინია, რომელსაც ჯერჯერობით უჭირს იმის თქმა, თუ რა ზარალი განიცადა მისმა კუთვნილმა მეურნეობამ.

ეს პრობლემა დაადასტურეს ღამის ბაზარზე მოვაჭრე გლეხებმაც - ბოლო კვირების განმავლობაში ლატვიის ბაზრები აავსო იაფფასიანმა პოლონურმა ხილმა და ბოსტნეულმა. ეს ადგილობრივ მოსახლეობას აიძულებს, არსებითად შეამცირონ ფასები ლატვიაში მოყვანილ კიტრზე, პომიდორზე, კარტოფილზე. ამასთან, გამყიდველებმა, მაგალითად, 1 კგ ტომატის ფასი 50 ცენტამდე დაწიეს. ბევრი გლეხი სახლში ისე ბრუნდება, რომ მთელი საქონლის გაყიდვას ვერ ახერხებს.

მომავალ კვირას მებოსტნეები შეხვედრას გამართავენ გლეხების სეიმთან და კომერციულ ბანკებთან, რათა კრედიტების გადახდის შეღავათებზე შეთანხმებას მიაღწიონ.