აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის არჩეულ პრეზიდენტად, ვიტალი გაბნია კი არჩეულ ვიცე-პრეზიდენტად გამოაცხადა
საქართველო, 26 აგვისტო,
საქინფორმი. აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით,
რაულ ხაჯიმბამ ხმების
50,57% მოაგროვა, მას ხმა მისცა 50 494 კაცმა. მისმა მთავარმა მეტოქემ
ასლან ბჟანიამ ხმების 35.91% მოაგროვა და 35 860 კაცის მხარდაჭერა მიიღო. მესამე ადგილზეა
მირაბ ქიშმარია, რომელსაც ხმა მისცა ამომრჩეველთა 6.4%-მა ანუ 6 389 კაცმა.
ლეონიდ დზაფშბამ ხმების 3.4% ანუ 3 397 კაცის მხარდაჭერა მიიღო.
სულ კენჭისყრაში აფხაზეთის 99859 მოქალაქე მონაწილეობდა. ამომრჩეველთა გამოცხადებამ 70% შეადგინა, - იტყობინება ბათალ ტაბაღუა. მისივე თქმით, რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის არჩეულ პრეზიდენტად, ხოლო ვიტალი გაბნია, რომელიც მასთან ერთად იყრიდა კენჭს - ვიცე-პრეზიდენტად აღიარეს.