უცხოეთი
რფ-ის პრეზიდენტ ვ. ვ. პუტინის მიმართვის სრული ტექსტი ნოვოროსიის სახალხო ლაშქარს

zar-2-textსაქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. ვ. ვ. პუტინი: „თვალსაჩინოა, რომ სახალხო ლაშქარმა სერიოზულ წარმატებებს მიაღწია კიევის ძალოვანი ოპერაციის აღკვეთაში, რომელიც სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენდა დონბასის მოსახლეობისთვის და რომელმაც უკვე უზარმაზარი მსხვერპლი გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში.

სახალხო ლაშქრის მოქმედებების შედეგად, უკრაინის სამხედრო მოსამსახურეების დიდი რაოდენობა, რომელიც სამხედრო ოპერაციაში არანებაყოფლობით მონაწილეობდა და ბრძანებას ასრულებდა, ალყაში მოექცა.

მოვუწოდებ სახალხო ლაშქრის ძალებს, ჰუმანიტარული კორიდორი გახსნან ალყაში მოქცეული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისათვის, რათა თავიდან აიცილონ უაზრო მსხვერპლი, საშუალება მისცენ მათ, დაუბრკოლებლად გამოვიდნენ საბრძოლო მოქმედებების რაიონიდან, გაერთიანდნენ თავის ოჯახებთან, დაუბრუნდნენ დედებს, ცოლებსა და შვილებს, სასწრაფოდ აღმოეჩინოს სამედიცინო დახმარება სამხედრო ოპერაციის შედეგად დაჭრილებს. რუსეთის მხარე, ტავის მხრივ, მზადაა და დახამრებას აღმოუჩენს დონბასის მოსახლეობას, რომელიც ჰუმანიტარული კატასტროფით იტანჯება.

კვლავ მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, შეწყვიტოს ცეცხლი, მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას დონბასის წარმომადგენლებთან, გადაჭრას ყველა დაგროვილი პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით“.