უცხოეთი
ვან რომპეი - ტუსკით, ეშტონი კი მოგერინით შეცვალეს

Rompel-zar-3საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ევროსაბჭოს მომდევნო თავმჯდომარედ დანიშნეს. ამის შესახებ თავის „ტვიტერში“ ევროსაბჭოს მოქმედმა ხელმძღვანელმა ჰერმან ვან რომპეიმ დაწერა.

ასევე ვან რომპეის ცნობით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე საგარეო საქმეებში, რომელიც ქეთრინ ეშტონს ეკავა, დანიშნულია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი. მოგერინი ამ პოსტის ერთ-ერთი ძირითადი კანდიდატი იყო, თუმცა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა მას რუსეთისადმი განსაკუთრებულ სიმპათიებში სდებდა ბრალს.