სამართალი
საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ბესო დ. და 1998 წელს დაბადებული თორნიკე ს. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები გლდანის რაიონში სისტემატურად ქურდავდნენ საცხოვრებელ ბინებს. ბესო დ-მ და თორნიკე ს-მ ბინების ქურდობის 7 ფაქტი აღიარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ოქროს, ვერცხლის სამკაულები, ფული, საოჯახო ტექნიკა და აპარატურა ნივთმტკიცებად ამოიღეს.