პოლიტიკა
"მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და EBRD-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება. ღრმად მწამს, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და რეფორმები კიდევ უფრო წარმატებით გაგრძელდება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე", - აღიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიკაცია კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის პოტენციალს. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საქართველოს ხელისუფლებასთან მათი მხრიდან სტაბილური ეკონომიკური მომავლის უზრუნველყოფის საქმეში“, - განაცხადა ევრობანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტმა.