საზოგადოება
საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. ნიუპორტში მიმდინარე სამიტის ფარგლებში, ნატოს თავსებადობის ახალი ინიციატივის პირველი სხდომა გაიმართა.
თავდაცვის მინისტრების პირველი ერთობლივი დისკუსიის მთავარი თემა არსებული სამხედრო თავსებადობის შენარჩუნება და ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ, თავსებადობის გაღრმავება იყო.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსთან ყველა არსებული მექანიზმის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს.