აქტუალური
პრეზიდენტი მარგველაშვილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) მისიაში მონაწილე წევრი ქვეყნების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

1-aqtual-1-Aსაქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს წვლილზე, რომელიც ქვეყანამ ამ მისიის ფარგლებში შეიტანა. მისი განცხადებით, ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.

ქვეყნის პირველი პირი საქართველოს “ოკუპირებული ტერიტორიების” თემასა და უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც შეეხო. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში 2008 წელს, ხოლო უკრაინაში 2014 წელს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ახალგაზრდა დემოკრატიების სტაბილურობა და მშვიდობიანი განვითარება მნიშვნელოვანი გამოწვევაა მთლიანად ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

ISAF-ის მისიაში მონაწილე წევრი ქვეყნების შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი.