საზოგადოება
საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის თავდაცვის მდივნის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ჩაკ ჰეიგელმა უკვე დატოვა საქართველო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა მეთიუ დიმიკმა გააცილეს.
პენტაგონის ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, პრემიერ-მინისტ ირაკლი ღარიბაშვილთან და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობა და დადებითად შეაფასა უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებული პაკეტი.