აქტუალური
რა მოხდა ზუგდიდში? - “თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის” ოფისზე თავდასხმას შსს-ში არ ადასტურებენ

Zugdidi-aqtual-3საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. ზუგდიდში “თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის” ოფისს თავს დაესხნენ. ცენტრის ინფორმაციით, მათ “ქართული ოცნების” 40-მდე აქტივისტი დაესხა თავს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, თუმცა მათ, თავდამსხმელების დაკავების ნცვლად, ცენტრის ერთ-ერთი წევრი ირაკლი პაჭკორია დააკავეს. ცენტრის ინფორმაციით, მის დაკავებაში ზუგდიდის რაიონული პოლიიციის უფროსი გრიგოლ ბესელია მონაწილეობდა. თავდასხმისას დაშავდა ცენტრის ერთ-ერთი წევრი ტატო ლაგვილავაც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ში თავდასხმის ფაქტი კატეგორიულად უარყვეს. უწყების ინფორმაციით, „თავისუფალი ზონისა“ და "თავისუფლებისა და მხარდაჭერის" ცენტრის ოფისთან ორივე ორგანიზაციის წარმომადგენლები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ-ერთ გამვლელს, რასაც მისი მხრიდანაც საპასუხო რეაქცია მოჰყვა. ეს ყველაფერი დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის გამოც ადგილზე სამხარეო და საპატრულო პოლიციის მისვლა გახდა საჭირო. "თავისუფალი ზონის" წევრი დააკავეს, თუმცა ის ამ დროისთვის ხელწერილითაა გათავისუფლებული.