სამართალი
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს
IaraRi-samart-1საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა რეგიონის მოქალაქეებს წარმოადგენინეს და ნებაყოფლობით ჩააბარებინეს:  ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი, სხვადასხვა კალიბრის 7682 საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა ტიპის 114 ხელყუმბარა, 10 ცალი გადაჭრილი თოფი, 3 პისტოლეტი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
სულ ჩაბარებულია: „კალაშნიკოვი“-ს სისტემის 2 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 10 ცალი გადაჭრილი თოფი, 2 ცალი სანადირო თოფი, 3 პისტოლეტი, კუსტარული წესით დამზადებული 4 ცალი მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი, 1 ცალი მსხვილკალიბრიანი შაშხანა, კუსტარული წესით დამზადებული 1 პისტოლეტი, 2 ნაღმმტყორცნი ჭურვებით, 3 კილოგრამამდე ტროტილი, „ერ-გე-დე“-ს და „ეფ-1“-ის ტიპის 114 ხელყუმბარა, სხვადასხვა ტიპის 3 ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, 3 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი
და სხვა საბრძოლო მასალა.