აქტუალური
დონეცკელი სახალხო მოლაშქრეების დედებს შვილების მოჭრილი თავები გაუგზავნეს!

Golova-aqt-1-an-1საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. იმ ჯარისკაცების დედებს, თავის მიწას უკრაინის მთავრობის დამსჯელებისგან რომ იცავდა, ხუნტამ მომცრო ხის ყუთები გაუგზავნა, რომლებშიც მათი შვილების... მოჭრილი თავები იდო, - იტყობინება pravilnoe.tv. ამ “ამანათების“ზუსტი რიცხვის განსაზღვრა ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან მიმდინარეობს ნეშტების ამოცნობის პროცედურა, რომელსაც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო კომიტეტი ატარებს. თუმცა, ყველა ამოცნობილი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო ლაშქრის მებრძოლი იყო, რომელიც ძალოვნებმა დონეცკთან მიმდინარე სასტიკი ბრძოლებისას ტყვედ აიყვანეს.

ეს მხეცობა უკვე მიეწერა დნეპროპეტროვსკის გუბენატორისა და ოლიგარქის, იგორ კოლომოისკის ერთ-ერთ სადამსჯელო ბატალიონს. ამ ბატალიონებში მან ნაციონალისტური მოძრაობა „მემარჯვენე სექტორის“ რადიკალები შეიყვანა, რომლებიც თავისი სისასტიკითა და ულტრამემარჯვენე შეხედულებებით გამოირჩევიან.

ერთ-ერთმა დედამ, რომელმაც შვილი დაკარგა, განაცხადა: „ეს უბრალოდ სისასტიკე კი არა, მხეცობაა! მხეცებიც კი არ იქცევიან ასე! ჩემი შვილი თავის სამშობლოს იცავდა, არ ეშინოდა მისთვის და ჩვენთვის დაღუპვის, მაგრამ ის, რაც მას გაუკეთეს, ადამიანობის საზღვრებს სცილდება. რას აკეთებს გაერო? ნატო? ევროკავშირი? რატომ არაფერს აკეთებს წითელი ჯვარი? რისთვის არისნ ისინი საჭირო, როცა ჩვენს შვილებს ასე ექცევიან? უკრაინის მთავრობა ფაშისტებზე უარესია! მათ არა მარტო რუსეთი, არამედ თავისი ხალხიც არ სჭირდება“.

ასეთი „აქციის“ კიდევ ერთმა მსხვერპლმა განაცხადა, რომ დასმჯელები სამხრეთ-აღმოსავლეთის მცხოვრებლებს აშინებენ და ეს მოქმედებები მათი მხრიდან ზეწოლის კიდევ ერთი ჟესტია. ხალხს შიშობს თავისი ახლობლებისა და ნათესავების, საკუთარი სიცოცხლის გამო.

უკრაინის ზოგიერთმა წარმომადგენელმა სცადა დანაშაულის ჩეჩნებისთვის გადაბრალება, რომლებიც თითქოსდა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან და მის მხარეს იბრძვიან. თუმცა, ვერც მათი მონაწილეობისა და ვერც უკრაინის ტერიტორიაზე კავკასიელების ყოფნის მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ „მემარჯვენე სექტორის“ რადიკალები თავისი სისასტიკითა და სიძულვილით გამოირჩევიან რუსი მოსახლეობის მიმართ. სამხედრო კამპანიის მიმდინარეობისას არაერთხელ გაჩნდა ცნობების იმის თაობაზე, რომ მორალური ზემოქმედებისთვის ტყვე ჯარისკაცებს მათ ყურები და თითები დააჭრეს. გარდა ამისა, დამსჯელები ცნობილი არიან იმითაც, რომ არაერთხელ დახვრიტეს ე. წ. დეზერტირები - ანუ ისინი, ვინც უარი თქვა ხუნტის ბრძანებების შესრულებაზე მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების შესახებ.