აქტუალური
ბიძინა ივანიშვილი: „განა მარტივი დასანახი არ არის, რომ გაეროში წასვლა პრემიერის პრეროგატივაა? მაგრამ მარგველაშვილი ამას არაფრად დაგიდევს“

Bizina-aqtual-3საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო რესპუბლიკებიდან, როგორც წესი, პრემიერები იქნებიან წარმოდგენილი. კითხვა არ არსებობს, -  ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა, სადაც ყურადღება გაამახვილა გაეროში ვიზიტზე გიორგი მარგველაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის უთანხმოებაზე.

ასეთია კონსტიტუცია საპარლამენტო რესპუბლიკის. ის, რომ რაღაც მოწვევა მიიღო ამან კლიმატის გაუმჯობესებაზე, შარშან ფანჯიკიძე იყო და ფანჯიკიძესაც წასვლა არ სდომებია, მოადგილეს უშვებდა, ზალკალიანი უნდა წასულიყო, სადაც ამ მოწვევას იძახის. ეს დაბალი დონის შეხვედრაა. წავიდა ფანჯიკიძე იმიტომ, რომ კიდევ სხვა საქმეები ჰქონდა. მაგრამ არავის არ უფიქრია იქ, რომ ჩემთვის ეთქვა ან პრეზიდენტი წასულიყო. ეს არის რეალობა და ისევ იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს კონფლიქტი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, იმდენად მდარე თემებია, იმდენად მარტივია საანალიზოდ, სად არის მედია, სად არის ჟურნალისტები, სად არიან, ექსპეტებს რომ ეძახიან საკუთარ თავს? განა არ ჩანს, რომ ერთი მხრიდანაა მხოლოდ პრობლემები? განა მარტივი დასანახი არ არის, რომ ვინ წავა, პრემიერის პრეროგატივაა და მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო. განა ლამაზი იქნება ორი ცალ-ცალკე დელეგაციის წასვლა პატარა ღარიბი ქვეყნიდან ამერიკაში? მაგრამ ეს კაცი ამას არ დაგიდევს არაფრად და ისევ კონკურენციას აგრძელებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.