აქტუალური
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ახალი მთავარი სერჟანტი ჰყავს - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით შეიარაღებული ძალების მთავარ სერჟანტად ბესიკ ხატიაშვილი დაინიშნა

aqtual-1საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სერჟანტთა კორპუსს ხატიაშვილი თავად წარუდგინა და ახალ თანამდებობაზე წარმატება უსურვა.
ბესიკ ხატიაშვილს დღემდე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მთავარი სერჟანტის თანამდებობა ეკავა. მან შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტის თანამდებობაზე ალუდა კოპალიანი შეცვალა. ცვლილება სერჟანტა კარიერული განვითარების კონცეფციის საფუძველზე განხორციელდა.

დღესვე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარი სერჟანტი „საბრძოლო დამსახურებისთვის“ მედლით დაჯილდოვდა. ალუდა კოპალიანი კარიერას სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში მთავარი სერჟანტის თანამდებობაზე გააგრძელებს.