აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში, გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა

Garry-aqtual-3საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერას კრიზისების მართვის მექანიზმების განვითარების მიმართულებით.

საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ნატო-ს უელსის სამიტი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, არსებითი პაკეტი, რომელიც საქართველომ ალიანსისგან მიიღო, ნატო-ს წევრობისკენ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის და ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობა. შეხვედრას საქართველოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე და დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი დაესწრნენ.