პუბლიკაციები
პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე - მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს: „მარგველაშვილის პრეზიდენტობის გამო, ბოდიში გაქვთ მოსახდელი ქართველი ხალხისთვის!“

BodiSi-anal-GEOსაქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. გაგიჯიუტდათ მარგველაშვილი?! ფილოსოფოსი "ნაცარქექიები" ხელისუფლებაში მოსვლისას რომ გარდაიქმნებიან უმალ, არ იცოდით? გეკითხათ მაინც, გამოცდილი ხალხისთვის... ახლა მაინც თუ დარწმუნდით, რომ უმძიმესი შეცდომა დაუშვით, როცა გადადექით პრემიერ –მინისტრის თანამდებობიდან და უდროოდ წახვედით პოლიტიკიდან?! პრეზიდენტად კი, თქვენი დაჟინებული თხოვნა–მოთხოვნით, "ჯიპას" ყოფილი ლექტორ–რექტორი, ყოფილი ექსპერტი (რომელთა უმრავლესობაც დამსახურებულად"არ გიყვართ"), თქვენს მიერვე გამინისტრებული მარგველაშვილი "დაგვიტოვეთ"! რა დამსახურებისათვის? ეს ხომ, საქართველო გახლავთ, ქვეყანა, სახელმწიფო და არა ბიზნესიმპერიის რაღაც ნაწილი, რომ ასე დაუფიქრებლად აწარმოეთ საკადრო პოლიტიკა, თანაც – პრეზიდენტის თანამდებობაზე?! ბ–ნო ბიძინა, ამის გამო, უკაცრავად, მაგრამ ბოდიში გაქვთ მოსახდელი ქართველი ხალხისთვის! დიახ, ასეა, რადგანაც "გული მიგრძნობს", რომ ამ თქვენი "პროტეჟეს" გამო, წინ, კიდევ ბევრი უსიამოვნება ელოდება საქართველოს, თუ თქვენ არ გამოასწორებთ დაშვებულ შეცდომას! ამ ფონზე, კოალიციაში შემავალი ზოგიერთი სუბიექტიც, თუ რამდენად კეთილსინდისიერი პოლიტიკური პარტნიორები იქნებიან თქვენი ჭეშმარიტად ერთგული პერსონის, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, ესეც მკაფიოდ გამოჩნდება ახლო მომავალში, როცა საქართველოსთვის საკვანძო პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის დრო დადგება!.. დღეს, შექმნილი პოლიტიკური რეალობა კი, სახარბიელოს არაფერს უქადის ქვეყანას, პირიქით, გაჩაღებულია მძაფრი, შეფარული (ჯერ კიდევ თქვენი შიშით, რომელიც მავანს "გაუვლის" თანდათან!) პოლიტიკური ბრძოლა, რაც საღდება "ჯანსაღ კონკურენციად და დემოკრატიულ მიღწევად"!.. არ გეწყინოთ და დღეს თქვენ, მარგველაშვილზე ნაკლებ სიჯიუტეს არ ავლენთ, რათა აღიაროთ ყოველივე, რაც გითხარით (რაზეც საუბრობს ქართული საზოგადოება, თორემ მე ვინ ვარ!) და ამ მდგომარეობიდან გამოსავლის შესახებ ამცნოთ ფართო საზოგადოებას, იმ საზოგადოებას, რომელიც დიდად მადლიერია თქვენი იმისათვის, რომ მოძლადე სააკაშვილის რეჟიმისგან გაანთავისუფლეთ საქართველო და 20 წელზე მეტია, რაც გაუგონარ ქველმოქმედებას ეწევით სამშობლოსთვის!!..

ახლა კი, ნება მომეცით, რომ გამოსავლის თაობაზე ჩემი აზრი მოგახსენოთ... არსებული არასახარბიელო და პოლიტიკურად ფეთქებადი (დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ დარჩენილ საპრეზიდენტო ვადაში მარგველაშვილი "უფრო შორს წავა", პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, იგი უცილობლად დაიწყებს დასავლეთში "ჩივილს" დადასაყრდენის" ძებნას!) ვითარების განსამუხტავად და დასარეგულირებლად გადასადგმელია შემდეგი ნაბიჯები!.. აუცილებელია დაარწმუნოთ თქვენი ლიდერობით ჩამოყალიბებული კოალიცია "ქართული ოცნება", რომ უახლოეს პერიოდში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, რის შემდეგაც, კონსტიტუციაში და საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით ქვეყნის ახალი პრეზიდენტი იქნება არჩეული საქართველოს პარლამენტის, ან ე.წ. ამრჩევი კოლეგიის მიერ! ამის საფუძველზე, მარგველაშვილს შეუწყდება უფლებამოსილება და ვერანაირ პოლიტიკურ მოთხოვნებს ის ვერ დააყენებს, რადგანაც წინააღმდეგობაში მოვა ქვეყნის კონსტიტუციასთან და საარჩევნო კოდექსთან! დიახ, მარგველაშვილი იქნება უკანასკნელი, რომელსაც პირდაპირი და საყოველთაო არჩევნებით საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ეკავა, ეს გასაგები და ადვილად ასახსნელი გახდება დასავლელი პარტნიორებისათის!.. მოკლედ, არჩევანი თქვენზეა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ... არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს უკან საქართველო და ქართველი ხალხია, რომელიც ყველაფერს ხედავს და ხვდება, ამიტომ, როგორც სააკაშვილის შემთხვევაში, ახლაც არ გაუცრუოთ მათ იმედი და ოცნება!