პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია

Emirati-polit-2საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. აბუდაბის საერთაშორისო აეროპორტის საპრეზიდენტო ტერმინალში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, შესრულდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ჰიმნი.

საპრეზიდენტო ტერმინალში საქართველოს დელეგაციას არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრის მოადგილე შეიხ მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი, საპრეზიდენტო ურთიერთობების მინისტრი და საემიროების საინვესტიციო ჯგუფის თავმჯდომარე, სახელმწიფომინისტრი აბდულგობაში დახვდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს პრემიერ-მინისტრის და დუბაის მმართველის შეიხ მოჰამედ ბინ რაშიალ მაქტუმის მიწვევით ესტუმრა.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან - ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი.