პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: "არ ვიცი, რას ერჩით ჭიკაიძეს. მე მომისმენია მისი გამონათქვამები. მეც მირჩევნია, რომ უკეთესი ორატორი ვიყო და მშვენივრად ვიცი, რომ აქამდე ბევრი მიკლია. შეიძლებოდა, ვთქვათ, უკეთესი ქართული მცოდნოდა, საუბედუროდ, ბევრ შეცდომას ვუშვებ“

Palitra-pol-3-an-4საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს (ინტერვიუს ფრაგმენტებს აგრეთვე შეგიძლიათ გაეცნოთ აქ bit.ly/1qQ9j3X და Facebook-ზე Bidzina Ivanishvili & Media).
ერთ-ერთმა მითხრა, ჭიკაიძეს ხელში "კნოპკიანი" დანა ეჭირა, რომელსაც ხსნიდა და კეტავდაო (კადრები უჩვენებიათ). შეიძლება არ არის ლამაზი, რომ შს მინისტრს დანა უჭირავს ხელში და უკეთესი იქნებოდა, ჭიკაიძე უფრო კარგი ორატორი ყოფილიყო... ჭიკაიძე ჩემი შერჩეული კადრი არ არის, მაგრამ ის უნდა დახასიათდეს შსს- მუშაობით და თუ გნებავთ, საკუთარი წარსულით. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს წარმოაჩინოს, რომ რაღაც საშინელება ხდება, დღევანდელი პოლიცია მთლიანად ხალხის სამსახურშია.

...დღეს პოლიცია მუშაობს ხალხის დასაცავად და არა დასაჩაგრად. ზოგიერთი ვიდეოფირი მართლაც ცრემლის მომგვრელია - ვგულისხმობ იმას, წინასაარჩევნო პროცესში "ნაცმოძრაობის" პროვოცირებულ შეტაკებებში თუ როგორ ძალადობენ პოლიციელებზე და როგორ ცდილობენ პოლიციელები იყვნენ ფაქიზნი და ადამიანებს უხეშად არ მოექცნენ. ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს, როდესაც სხვას აკრიტიკებენ. უნდათ, შს მინისტრი, პრემიერი თუ სხვები იდეალურები იყვნენ, არადა, ადამიანი იდეალური ვერ იქნება, ყველას აქვს თავისი შეცდომები და მინუსები. ჭიკაიძე საქმიანობით შეაფასეთ. ამჩნევთ მას კორუფციისკენ მიდრეკილებას ან პოლიციაში რაღაც საშინელება ხდება?! მე ვიცი, რომ პოლიციაში მას დიდ პატივს სცემენ და უყვართ თანამშრომლებს. ის ახერხებს, რომ მართოს შს სამინისტრო, რომელიც დღეს ეფექტიანი და წესიერი გუნდითაა დაკომპლექტებული. მე ჭიკაიძეში ზედმეტ პატიოსნებას, წესიერებას ვხედავ. რას ერჩით?! ეს კაცი თავის საქმეს კარგად აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა ყველაფერი უკუღმა დახატოს", - განაცხადა ივანიშვილმა.