აქტუალური
გორში V ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გაცილების ცერემონიალი გაიმართა

Gori-aqtual-3საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედროები უკვე მზად არიან ავღანეთში ISAF-ის მისიის შესასრულებლად.
საზეიმო ცერემონიალს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აშშ-ის სამხედრო ატაშე საქართველოში პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ.

ჩვენი მე-5 ბრიგადის 51-ე ბატალიონი მოემზადა უკვე წასასვლელად და მისიის გასაგრძელებლად ავღანეთში. მე ვიცი, რომ საბრძოლო მზადყოფნა არის ძალიან მაღალი, მათ აქვთ აბსოლუტურად ყველა ცოდნა იმისთვის, რომ წარმატებულად განახორციელონ მისია“,  - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ქართველი სამშვიდობოები მამა გიორგიმ დალოცა და ავღანეთში საერთაშორისო ოპერაციის  წარმატებით განხორციელება უსურვა. კაპელანი ქართველ სამშვიდობოებს ავღანეთშიც მიყვება.

51-ე ბატალიონი ავღანეთში პირველად მიემგზავრება და საერთაშორისო მისიას ბაზა „ბაგრამზე“ განახორციელებს.