პოლიტიკა
აბუ-დაბის საინვესტიციო ჯგუფი საქართველოში ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სფეროში საინვესტიციო პროექტების განხორციელებით დაინტერესდა

Abu-dabi-polit-1საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრის სამეფო კარისა და აბუ-დაბის საინვესტიციო ჯგუფის თავმჯდომარის, შეიხ ჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

აბუ-დაბის საინვესტიციო ჯგუფი საქართველოში 29 ოქტომბერს დაგეგმილ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც კონკრეტულ პროექტებზე მსჯელობა გაიმართება.

საინვესტიციო პროექტებს ინვესტორებს „საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“ წარუდგენს.

აბუ-დაბის საინვესტიციო ჯგუფის თავმჯდომარესთან შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი დაესწრნენ.