პოლიტიკა
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდა

Al-maktum-polit-3საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრსა და დუბაის მმართველს, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდა.

შეხვედრა დუბაიში, ზაბელის სასახლეში გაიმართა. არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი დაესწრნენ.