სამართალი
"თუ ციხეში მოკვდება, ცხედარს ზუგდიდის სამმართველოს წინ დავასვენებთ" - აქცია პარლამენტთან

Pertaya-samart-3საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ ქუთაისის პარლამენტის შენობასთან ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის რომეო პერტაიას ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს. ახლობლების განცხადებით, პერტაია ზუგდიდის სამხარეო სამმართველოს უფროსის ლევან ქარდავას მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული, რის გამოც საქმის გადახედვას ითხოვენ. ახლობლების ინფორმაციით, პერტაია თითქმის ერთი თვეა, შიმშილობს, თუმცა, არც სახალხო დამცველი და არც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრები მისი მდგომარეობით არ დაინტერესებულან.

თუ ციხეში მოკვდება, ცხედარს ზუგდიდის სამმართველოს წინ დავასვენებთ და ოჯახის წევრები იქვე თვითმკვლელობით დავასრულებთ სიცოცხლეს," - აცხადებდნენ პერტაიას ახლობლები.