საზოგადოება
რეგულაცია შეეხება შეზღუდვას ბარებში, რესტორნებში ხმაურსა და ხმამაღალ მუსიკაზე, ასევე ღამის საათებში ფოიერვერკის სროლაზე. თუ შეზღუდვის შემოღების შემდეგ ხმაური დადგენილ ნორმებს გასცდება, შესაძლოა ხულიგნობად დაკვალიფიცირდეს და დამრღვევი კანონის ძალით დაისაჯოს. კონკრეტული სანქციების გამოყენებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს. სამსახურის უფლებამოსილებაშია, რომ კონკრეტული ჩივილის შემთხვევაში, მისი წარმომადგენელი ადგილზე მივიდეს და სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით ხმაურის დონე დეციბელებში გაზომოს. თუ დადგინდა რომ ხმაურის დონე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს სცდება, ანუ ხმაური ფიქსირდება საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე და 40 დეციბელს სცდება, ხმაურის შემქმნელი დაჯარიმდება.