აქტუალური
ქართული ოცეული სწავლებაში „Rapid Trident 2014“ ჩაერთო, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის სახალხო მოლაშქრეთა წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებებს შეიმუშავებენ

Rapid-aqtual-1საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინაში, იავორივის საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრში ბატალიონის დონის მრავალეროვნული საველე სწავლება „Rapid Trident 2014“ მიმდინარეობს. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ოცეული მონაწილეობს.

საერთაშორისო საველე სწავლების მიზანი NATO-ს წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფორმატში მონაწილე ქვეყნების ურთიერთთავსებადობის ამაღლებაა. სწავლების სცენარის მიხედვით, მრავალეროვნულ ბრიგადას უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით უწევს მოქმედება.

სწავლება აშშ-ის ევროპული სარდლობის ორგანიზებით იმართება. წვრთნაში 15 ქვეყნის ქართველი, ამერიკელი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი, ბრიტანელი, გერმანელი, ლატვიელი, ლიტველი, მოლდოველი, ნორვეგიელი, პოლონელი, ბულგარელი, კანადელი, რუმინელი და ესპანელი 1300-მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. მრავალეროვნული საერთაშორისო საველე სწავლება „Rapid Trident 2014“ 26 სექტემბერს დასრულდება.