საზოგადოება
„ნადირაშვილი თავის დროზე მიშა სააკაშვილის პიარი და მისი დავალებების უსიტყვო შემსრულებელი იყო, ის უზრუნველყოფდა მიშას საპიარო თემების გაშუქებას სხვადასხვა ტელეკომპანიაში -„რუსთავი 2“-ში, „იმედში“ და ასე შემდეგ. მიშას დავალებით, ირმა ნადირაშვილი ჩაერთო მარგველაშვილის გასაპიარებელ ღონისძიებებში. მის გასაპიარებლად მიშამ, ნიკა გვარამიამ და ირმა ნადირაშვილმა მოიფიქრეს, რომ მარგველაშვილის ცოლი, მაკა ჩიჩუა ჩასვან „რუსთავი 2“-ის რომელიმე მუსიკალური შოუს, მაგალითად, „იქს ფაქტორის“ ჟიურის წევრად, ასევე აპირებენ ანა მარგველაშვილისთვის, ანუ პრეზიდენტის ქალიშვილისთვის გააკეთონ სპეციალური საავტორო გადაცემა“, – აცხადებს გამოცემის წყარო.
„ალიასთან“ საუბარში დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა აღნიშული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.