აქტუალური
ერიკ რუბინი: „გვაწუხებს ის, რომ ამდენი ყურადღება და ენერგია იხარჯება წარსულზე, რომელიც საქართველოს დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე აფერხებს“

ERIK-aqtual-2საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. თუ ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობის მიმართ დაიწყება გამოძიება და სამართლებრივი დევნა, აღარ იარსებებს ძლიერი ოპოზიცია და ეს დააზარალებს დემოკრატიას, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინმა "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მიგვაჩნია, რომ როდესაც ყოფილ პრეზიდენტზე, დღეს კი მნიშვნელოვან ოპოზიციურ ფიგურაზე ვსაუბრობთ, ვშიშობთ, რომ ეს საქმე საბოლოო ჯამში დააზიანებს საქართველოს ძალისხმევას, იაროს წინ და შექმნას ნამდვილი დემოკრატია. ასეთია საერთო სურათი. ჩემთვის, როგორც ამერიკელისათვის, ვფიქრობ, მიზანშეწონილი არ არის ამაზე შორს წასვლა", - განაცხადა ერიკ რუბინმა.

რუბინის თქმით, ის იმედოვნებს, რომ „ქართველები გაიხედავენ წინ და არა უკან და რამდენადაც შესაძლებელია, გაერთიანდებიან, რათა ერთად მიაღწონ დასახულ მიზანს".