აქტუალური
სააკაშვილი ნიუ იორკში თავისი ბიძის - „კა-გე-ბეშნიკი“ ალასანიას სახლში ცხოვრობს, სადაც მას „ცე-რე-უს“ ყოფილი დირექტორი პეტრეუსი სტუმრობს...

AMERIKA-aqt-3-mtსაქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. New York Times-სის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში მემუარებს წერს, კითხულობს კარგად ანაზღაურებად ლექციებს და ხვდება თავის ძველ ნაცნობებს ისეთებს, როგორებიც არიან სენატორი ჯონ მაკკეინი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი.
ის თავისი ახალი სამშობლოს ბარებითა და კაფეებით ტკბება. სახლის ვერანდაზე კი, რომელსაც საუცხოო ხედი აქვს მანჰეტენზე, მხიარულად ატარებდა დროს დევიდ პეტრეუსთან, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ დირექტორთან, თვის ბოლოს კი სტუმრად ელის საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის", - წერს ჯეისონ ჰოროვიცი.

გამოცემის ცნობით ამჟამად მიხეილ სააკაშვილი ბიძის სახლში ცხოვრობს, რომელიც ნიუ იორკში, უილიამსბურგში მდებარეობს.

ყოფილი პრეზიდენტი მეტროთი მიდის მანჰეტენზე, სადაც ხშირად სტუმრობს ქართულ რესტორნებს: "ოდა ჰაუზს" და "პეპელას", უკვეთავს ქართულ საფერავს, ცოტა ხნის წინ კი ბილ კლინტონთან ერთად ისადილა“,-წერს გამოცემა.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ აგვისტოში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენა .

"ბატონ სააკაშვილს ასევე ბრალი წაუყენეს საბიუჯეტო ხარჯების გამოყენებაში მასაჟისტის, დოროთი შტეინის საქართველშო ვიზიტისთვის 2009 წელს. თავად ბატონი სააკაშვილი ამბობს, რომ დოროთი შტეინის მასაჟით მხოლოდ ერთხელ ისარგებლა, თუმცა ქალბატონი შტეინი აცხადებს, რომ 2 ათასი ევრო მიიღო სააკაშვილისთვის მასაჟების ჩატარებისთვის, მათ შორის "კბენითი მასაჟის" სეანსებისთვის", - წერს სტატიის ავტორი.

AMERIKA-aqt-3-qv