სამართალი
„საქინფორმის“ ინფორმაციით, დაკავებული რარიტეტული მოტოციკლეტების კოლექციონერი რობერტი ვანო მერაბიშვილის მეგობარია, რომელიც მის მინისტრობის დროს ნინოწმინდის პოლიციის უფროსი იყო

Biznesmen-sam-2-mtსაქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1981 წელს დაბადებული სურენ ჯ. და მისი ოჯახის წევრი 1952 წელს დაბადებული რობერტ ჯ. დააკავეს.

სურენ ჯ-მ ნინოწმინდაში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებისას მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და მიიმალა.სამართალდამცველებმა სურენ ჯ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს და ამოიღეს: სხვადასხვა კალიბრის 7908 ცალი ვაზნა, 138 სასიგნალო ვაზნა, 3 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 1 პნევმატური თოფი, გლუვლულიანი 4 თოფი, მცირეკალიბრიანი 1 შაშხანა, 6 სასიგნალო მაშხალა, 11 ამფეთქი ფალია, 2 ხელყუმბარა, 7 სავაზნე მჭიდი, 1 ნაღმის საძებნი ხელსაწყო, 2 ღამის ხედვის ხელსაწყო, 1 სტაციონალური რაცია, 53 ცალი საშტამპო ღერო, 10 ცალი შტამპი და ავტომანქანის 11 ცალი სანომრე ნიშანი, 2 ყუთი სანომრე დამღა. ასევე ამოღებულია გერმანული წარმოების „ბე-ემ-ვეს“ მოდელის 3 და რუსული წარმოების „დნეპრის“ მოდელის 1 მოტოციკლი. მოტოციკლების წარმომავლობას გამოძიება დაადგენს.

სამართალდამცველებმა რობერტ ჯ. ნინოწმინდაში, ხოლო სურენ ჯ. მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ თბილისში დააკავეს. რობერტ ჯ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

„საქინფორმის“ ინფორმაციით, დაკავებული რობერტ ჯ. ვანო მერაბაშვილის მეგობარია, რომელიც მის მინისტრობის დროს ნინოწმინდის პოლიციის უფროსად მუშაობდა, რის შემდეგაც მსხვილი საკუთარი ბიზნესი წამოიწყო - წყლის მეურნეობები კალმახის მოსაშენებლად ფარავანის ტბაზე. 

გამოძიება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობ).

Biznesmen-sam-2-1 Biznesmen-sam-2-2
Biznesmen-sam-2-3 BIznesmen-sam-2-4