სამართალი
«ნატოს სასწავლო ცენტრი - ბომბი თბილისის გარეუბანში - ამ სათაურით აქვეყნებს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ უელსის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრი აშენდება და განთავსდება

Bomba-sam-3-an-3საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. შევტოპეთ - სწორედ ასეთ კომენტარს უკეთებენ ქართველი ექსპერტები ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას თბილისის გარეუბანში აშენდეს ნატოს სასწავლო ცენტრი. შესაბამისი ვალდებულება საქართველოს მთავრობამ საკუთარ თავზე სექტემბრის დასაწყისში აიღო. ცენტრის მშენებლობისთვის გამოყოფილი 45 მილიონი დოლარი სოციალურ პროგრამებზე და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დახარჯოს. ამასთან, როგორც ჩანს სასწავლო ცენტრის მშენებლობა უარყოფითად აისახება ბოლო დროს დარეგულირებისკენ მიმართულ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, საქმე ის არის, რომ ცენტრში ისწავლიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები, იმ სახელმწიფოების, რომელთანაც დღეს მოსკოვს დაძაბული ურთიერთობები აქვს.

...ნატოს ჯარისკაცები და მათი გაწვრთნის ცენტრები ხომ რადიკალური ისლამისტების ერთ-ერთი ყველზე სასურველი სამიზნეა“ - წერს რია ნოვოსტი“, რომელიც ასევე კარგად ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თვის ბოლოს პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა უნდა დაიწყოს და როგორც ჩანს დეპუტატები მხარს დაუჭერენ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას სხვა ხარჯების შემცირების სანაცვლოდ. „რომელი ხარჯების ჯერ უცნობია, თუმცა მიხვედრა ძნელი არ არის“.