აქტუალური
მაია ფანჯიკიძე, გაეროს გენერალურ ასაბლეაზე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნიუ-იორკში “Atlantic Council”-ის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო

1Titul-aqtual-1საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით ღონისძიებას ასევე ესწრებოდა აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე.
"მიღება 2014 Global Citizen Awards-ის ცერემონიასთან დაკავშირებით გაიმართა. “Atlantic Council”-მა 2014 წლის მსოფლიო მოქალაქის ტიტული მიანიჭა უკრაინის პრეზიდენტ ეტრო პოროშენკოს, მექსიკის პრეზიდენტ ენრიკო პერა ნიეტას, ისრაელის ყოფილ პრეზიდენტ შიმონ პერესს, მსახიობ რობერტ დე ნიროსა და სხვებს.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ თავად ნომინანტები, ასევე შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ექსპერტები.

საღამოს მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა, ისრაელის ყოფილმა პრეზიდენტმა შიმონ პერესმა, მსახიობმა რობერტ დე ნირომ, თავად “Atlantic Council”-ის პრეზიდენტმა.

Atlantic Council”-ის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საშუალება ჰქონდა, გასაუბრებოდა ამერიკელ კონგრესმენებს, სენატორებსა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს",-აცხადებენ სამინისტროში.