სამართალი
მოჭიდავეები ლუკა კურტანიძის გადადგომას ითხოვენ
1Luka-sam-2-mtსაქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ, 22 სექტემბერს, რამდენიმე ათეული საპატრულო ეკიპაჟი და პოლიციელი სპორტის სამინისტროს შესასვლელ კარს იცავდა. საპატრულო პოლიციის ათეულობით ეკიპაჟი სპორტის სამინისტროსთან მას შემდეგ მივიდა, რაც სამინისტროში მისულ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს მოჭიდავეებმა, რომლებიც მისი პრეზიდენტობის წინააღმდეგი არიან, კვერცხები დაუშინეს.

კურტანიძემ შენობაში შესვლა პოლიციის დახმარებით მოახერხა. მოჭიდავეები კურტანიძის გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

1Luka-sam-2-1 1Luka-sam-2-2
1Luka-sam-2-3 1Luka-sam-2-4