პოლიტიკა
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის „კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის“ რეზოლუცია (2014 წლის 23 სექტემბერი, საქართველო, თბილისი, «BETSY’S HOTEL»)

pol-3-anal-2საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 23 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო „BETSY’S HOTEL”-ის საკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიულმა მემკვიდრეობამ“ ჩაატარა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის“,  რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ექსპერტებმა - მეცნიერებმა, ანალიტიკოსებმა, პოლიტიკოსებმა, პოლიტოლოგებმა, დიპლომატებმა, უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებლებმა, ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა და ეთნიკური დიასპორების ლიდერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, დიდი სამამულო ომის ვეტერანებმა, პუბლიცისტებმა და ჟურნალისტებმა.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ევრაზიის ინსტიტუტის მიერ, ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძის ხელმძღვანელობით, მომზადებული ბროშურის - „უკრაფაშიზმი“ პრეზენტაცია, რომელიც უკრაინაში მიმდინარე რეალურ პროცესებს ასახავს.

გამომსვლელები დანარჩენი მონაწილეებისა და მიწვეული სტუმრების წინაშე კონფერენციის ზემოხსენებული თემისადმი მიძღვნილი მოხსენებებით წარდგნენ:

1. ელიზბარ ჯაველიძე - აკადემიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე;

2. ვალერი კვარაცხელია - ანალიტიკოსი;

3. ნანა დევდარიანი - გლობალური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი;

4. თამარ კიკნაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარე;

5. არნო ხიდირბეგიშვილი - საინფორმაციო - ანალიტიკური სააგენტო “საქინფორმის” დირექტორი და მთავარი რედაქტორი:

6. ჰამლეტ ჭიპაშვილი - ექსპერტი, პოლიტოლოგი;

7. პეტრე მამრაძე - პრეზიდენტის კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი;

8. ვალერიან დოლიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

9. ვასილ ჭიჭინაძე - დიპლომატი;

10. ალი ბაბაევი - საქართველოს აზერბაიჯანელთა  ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე;

11. იური მეჩითოვი - ნოოლოგიის ცენტრის ექსპერტი;

12. ვიქტორ ცაავა - გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრი;

13. ვანო წიკლაური - მემარცხენე ძალთა გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი, პოლიტოლოგი;

14. ირაკლი უბილავა - გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრი;

15. გრიგოლ ონიანი - საზოგადოება „სტალინის“ ხელმძღვანელი;

16. ზვიად ირემაძე - ანტიგლობალისტური ცენტრი „ივერიელები“;

17. სერგო მირზოიანი - დიდი სამამულო ომის ვეტერანი;

18. შოთა ბუაძე - დიდი სამამულო ომის ვეტერანი.

კონფერენცია მიჰყავდა ღონისძიების მთავარ ორგანიზატორს - არსამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობის“ დამფუძნებელ ტარიელ გაგნიძეს,

კონფერენციის დასასრულს მისმა მონაწილეებმა ერტობლივი რეზოლუცია მიიღეს.

 

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის „კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის“ რეზოლუცია  

სამენიერო-პრაქტიკული კონფერენცია „კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის“ მონაწილენი ხაზს უსვამენ მისი ჩატარების მნიშნელობას სწორედ საქართველოში, რომელმაც არაერთი სახელმწიფო გადატრიალება გადაიტანა და დღესაც მათ მძიმე შედეგებს იმკის.

გასული წლის ბოლოს კიევში დაწყებულმა მოვლენებმა უკრაინა ძმათამკვლელ სამოქალაქო ომამდე, ეკონომიკურ კატასტროფამდე, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვამდე მიიყვანა. ეს მორიგ გაკვეთილად უნდა წაადგეს  როგორც საქართველოს, ასევე მის მეზობლებს კავკასიის რეგიონში - აზერბაიჯანსა და სომხეთს, რომლებიც საქართველოსთან საერთო პრობლემებითა და საზღვრებით, მოსახლეობის შემადგენლობით, ეკოლოგიით, ენერგოკომუნიკაციისა და  გზების „ჭიპლარით“ უწყვეტად არიან დაკავშირებული.

საქართველოში კარგად ახსოვთ „თბილისის ომის“ სახელით ცნობილი 1991 წლის სამხედრო გადატრიალება, რომელმაც გადაბუგა დედაქალაქის ცენტრი ისევე, როგორც „ევრომაიდანმა“გადაბუგა კიევის ცენტრი. საქართველოში არ დავიწყებიათ 2003 წლის „ვადების რევოლუციაც“ე. წ. „ფერადი  რევოლუციების“ სერიიდან, რომელსაც ერთი წლის შემდეგ, 2004 წელს, „ნარინჯისფერი რევოლუცია“ მოჰყვა უკრაინაში. ორივე  მოფაშისტო ელემენტების  პარპაშით,  ტრადიციულ ეროვნულ ფასეულობებზე ფართო იერიშით, ახალგაზრდობის სულიერ-ზნეობრივი გარყვნითა და ტრადიციულ რელიგიებზე შეტევით  დასრულდა.

ყველა ეს „რევოლუცია“,- როგორც ამჟამინდელი უკრაინული, - დაგეგმილი, პროვოცირებული, დაფინანსებული და მოწყობილი იყო  გარე გლობალისტური ძალების მიერ  ცნობილი ფონდებისა და ინსტიტუტების ხელით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და „ცე-რე-უს“ ხელმძღვანელობით. ისინი „ფერადი რევოლუციების“ მეთოდებით პირველად  როდი ამხობენ მათთვის არასასურველ მთავრობებს მთელ მსოფლიოში და მათ მთლიანად კონტროლირებადი მარიონეტული რეჟიმებით ცვლიან.

ასეთი სახელმწიფო გადატრიალებები ეწყობა ვითომდა ხალხის წიაღიდან გამოსული პატრიოტების ხელით, რომლებსაც თითქოსდა გული შესტკივათ „არადემოკრატიული და კორუმპირებული“ მოქმედი ხელისუფლებით „გატანჯულ“თავის სამშობლოსა და ერზე. სინამდვილეში  პატრიოტიზმისა და დემოკრატიის ლოზუნგებით ხელისუფლებაში მოდიან რადიკალები, რომლებიც ქვეყანას უცხო ინტერესებს ახვევენ თავს და ეთნიკური ნიშნითაც კი არ მიეკუთვნებიან სახელმწიფოს ძირეულ  ერს, როგორც ეს საქართველოში და ახლა უკრაინაში მოხდა. ეს ადამიანები უყოყმანოდ სწირავენ  მსხვერპლად  ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის თავის მომხრეებსაც - პატრიოტულად განწყობილ მოქალაქეებს, რომლებსაც დასავლელი დირიჟორები ხელისუფლების დასამხობად იყენებენ. პირველ რიგში  მათ იშორებენ თავიდან, ძმათამკვლელ ომში  „საზარბაზნე ხორცად“ ყრიან.  დღეს ეს უკრაინაში ხდება, სადაც ალყაში მოხვედრილი ძალოვანი ქვედანაყოფები ოფიციალურმა კიევმა უმალ დაივიწყა  და რომლებიც უცილობელ  სიკვდილს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო  ინიციატივების წყალობით გადარჩნენ. საქართველოშიც ასევე მასობრივად იღუპებოდნენ მოტყუებული პატრიოტები სამოქალაქო ომში, რომელმაც ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებისა დ აკანონიერი პრეზიდენტის დამხობის შემდეგ მოიცვა 1991 წელს; ათასობით ადამიანი დაიღუპა და ასობით ათასი უსახლკაროდ დარჩა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების შემდეგ, რომლებიც ასევე 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალებისა და 2003 წლის „ვარდების რეცოლუციის“ კანონზომიერ შედეგს წარმოადგენდა.

მარიონეტული მთავრობების ნიშანდობლივ ხელწერას  წარმოადგენს აუტანელი სოციალურ-ეკონომიკური და მორალურ-ფსიქოლოგიური პირობების შექმნა სწორედ მკვიდრი მოსახლეობისათვის ქვეყნიდან ემიგრაციის სტიმულირების მიზნით. ამავე დროს, ყველანაირად ეწყობა ხელი  უცხოელთა  ნაკადის შემოდინებას  უპირატესად  შორეული ქვეყნებიდან, რომლებიც იაფად ყიდულობენ გაღატაკებული ადგილობრივი მოსახლეობის მიწასა და ქონებას, ქმნიან თავის  დიასპორებს, ახდენენ ეკონომიკის მთელი დარგების მონოპოლიზებას   და ამასთან  სრულიად  ლოალური არიან მმართველი რეჟიმის მიმართ. ქვეყანაში ახლახან მოსული უცხო  მოსახლეობა მას მხოლოდ მოგების მიღების წყაროდ აღიქვამს და მათი მართვა უფრო იოლია: მათთვის  უცხოა ადგილობრივი ეროვნული ინტერესები, ძირძველი მოსახლეობის საუკუნეობრივი მისწრაფებები, მისი წარსული და მომავალი. ასე უკვე მოხდა საქართველოში, რომელიც „რევოლუციონერთა“ ანტიეროვნული მოღვაწეობის შედეგად 2 მილიონზე მეტმა (ადგილობრივი მოსახლეობის მესამედზე მეტმა) ადამიანმა დატოვა, სამაგიეროდ, ქვეყანაში ათასობით ემიგრანტი დასახლდა ჩინეთიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან და სხვა ქვეყნებიდან. ანალოგიური პროცესი ელოდება მოკლე ხანში უკრაინასაც, რომლის ნაყოფიერ მიწებს უცხოები ჩაიგდებენ ხელში.

საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძვლების რყევაზე, ეროვნული სულიერი და რელიგიური ფასეულობების განადგურებაზე, საყოველთაოდ აღიარებული საზოგადოებრივი ინსტიტუტების დისკრედიტაციაზე, ხალხების ისტორიული წარსულის ფალსიფიკაციაზე დასავლური სპეცსამსახურები, მათ კონტროლქვეშ მყოფი „ფონდები“ და „ასოციაციები“ მილიარდობით დოლარს ხარჯავენ  -  ქმნიან და აფინანსებენ რა ასობით არასამთავრობო ორგანიზაციას, ბეჭდურ და ელექტრონულ მედიას, პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, გასამხედროებულ დაჯგუფებებსა და სპეციალურ საწვრთნელ ბანაკებს.

პროფესიონალურად მომზადებული ნაციონალ-მოღალატეების საქმიანობა არ იზღუდება მათი ქვეყნის საზღვრებით: ისინი მობილურები, ურთიერთდაკავშირებულნი არიან და ერთიანი ცენტრიდან მართულნი, საჭირო მომენტში მიაშურებენ იმ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო გადატრიალების უფრო დიდი ალბათობაა. ასე  მაგალითად, ქართულ „ვარდების რევოლუციაში“, ყველგანმყოფი ამერიკელი კურატორების გარდა, მონაწილეობდნენ სერბი, უკრაინელი „სპეციალისტები“,  ქართველი „პროფესიონალები“ კი აქტიურად ცდილობდნენ წყლის ამღვრევას ბელორუსში, მონაწილეობდნენ ყირგიზეთის „რევოლუციაში“, ხოლო უკრაინაში წარმატებით გამოიჩინეს თავი  „ნარინჯისფერი რევოლუციისას“ 2004 წელს,  2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას  და 2013 წელს კანონიერი ხელისუფლების დამხობის დროსაც.

ამჟამად ეს „ლიბერალები“ და „დემოკრატები“ სომხეთში და აზერბაიჯანში ვითარების ასარევად ემზადებიან თავის იქაურ კოლეგებთან ერთად.  განსაკუთრებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სომხეთში, სადაც ქართველი „რევოლუციების სპეციალისტები“ გამოცდილებასა და ტექნოლოგიებს უზიარებენ თავის იქაურ დამქაშებს, ასწავლიან საინფორმაციო მუშაობას, ქუჩური დაპირისპირებების მეთოდებს, უგზავნიან ფინანსებს, ეხმარებიან საბრძოლო ჯგუფების შექმნაში.

თვალსაჩინოა „ფერადი“ სახელმწიფო გადატრიალებების შედეგები: სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომები, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კატასტროფები, მოსახლეობის სრული გაღატაკება, ლტოლვილთა ნაკადები, ტერიტორიული მთლიანობის რღვევა. ოდესღაც ერთიანი ქვეყნის მოქალაქეები მტრებად  ეკიდებიან ერთმანეთს - ძმა ძმას, მეზობელი მეზობელს.  ხშირად „სადემარკაციო ხაზი“ ე. წ. შერეულ ოჯახებზე გადის - ასე იყო საქართველოში, ასე ხდება უკრაინაში.

ჩვენ ვითვალისწინებთ  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო პოლიტიკისა და მისი მონურად მორჩილი ევროკავშირის მზარდ აგრესიულობას, კონსოლიდირებული დასავლეთის ექსპანსიონისტური ძალების დაჟინებულ სწრაფვას, თავის ინტერესებს დაუქვემდებაროს პოსტსაბჭოთა სივრცის ეკონომიკა და ბუნებრივი რესურსები, არ დაუშვას რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური ძლიერების ზრდა, მის მიერ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარება.  ეს  საფუძველს  გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ამჟამინდელი „რევოლუცია“ უკრაინაში  ბოლო არ არის  და უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს სომხეთში,აზერბაიჯანში და კიდევ ერთხელ საქართველოში. გამორიცხული არ არის, რომ კატალიზატორად სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში არსებული შიდა კონფლიქტები  გათამაშდეს, რასაც უკვე მოწმობს ზოგიერთი გააქტიურებული არასამთავრობო ორგანიზაციის, პოლიტიკური და საზოგადო „მოღვაწეების“ პროვოკაციული ლექსიკა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის - „კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის” მონაწილენი მივმართავთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საზოგადოებას, მთავრობებს, პოლიტიკურ ორგანიზაციებს მოწოდებით, გვერდზე გადადონ შიდა უთანხმოებები და პირადი ამბიციები, მოახდინონ  საზოგადოებრივი ძალების სრული კონსოლიდირება და მთელი ეროვნული  ენერგია მიმართონ იქით, რომ არ დაუშვან  ვითარების დეტაბილიზაციის გამომწვევი   მასშტაბური პროვოკაციები თავის ქვეყნებში, ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური შეცვლა, ჩანავლული კონფლიქტების ცხელ ფაზაში გადაყვანა.

აუცილებელია დროულად და საფუძველშივე აღმოიფხვრას მოსყიდული ადგილობრივი ძალების  დესტრუქციული საქმიანობა, რომლებიც გარედან მიღებული მითითებებით „დემოკრატიული“  ბრძოლის საფრქვეშ უბიძგებენ ჩვენს ქვეყნებს პოლიტიკური უფსკრულისა და ეკონომიკური კატასტროფისკენ. აუცილებელია ყველა არსებული საშუალებით ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის ცნობიერებამდე მივიტანოთ, რომ აგრესიულმა მსოფლიო ძალებმა დაიწყეს აშკარა ბრძოლა მსოფლიოს ახალი გადანაწილებისთვის. აშშ, რომელიც ერთადერთ ზესახელმწიფოდ დარჩენას ცდილობს, მსოფლიო რესურსებზე მონოპოლიის დაწესებას ლამობს, ცდილობს თავის ნებას დაუქვემდებაროს მის სამიზნეში მყოფი სახელმწიფოების მთავრობები, არ დაუშვას ისეთი მსოფლიო მოთამაშეების გაძლიერება, რომლებსაც შეუძიათ კონკურენცია გაუწიონ აშშ-ს. ამისთვის ჩაღდება ომები, ეწყობა სახელმწიფო გადატრიალებები, ნაწევრდება სახელმწიფოები, ერთმანეთს უპირისპირდებიან ხალხები, იღვრება მილიონობით ადამიანის სისხლი მთელ მსოფლიოში.

დღეს დასავლეთმა ფაქტობრივად ომი დაუწყო რუსეთს, რომელიც მისი დასუსტებისკენაა მიმართული. დასავლეთს სჭირდება ცეცხლის ალში გახვეული რუსეთის საზღვრები. სწორედ ამ მიზანს ემსახურება უკრაინის მოვლენები და მრავალი ნიშნის მიხედვით ჯერი ეხლა ამიერკავკასიაზეა.  ჩვენ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ხალხებმა, საუკუნის ბოლო მეოთხედში არცთუ მცირე სისხლი რომ დავღვარეთ, არ უნდა მივცეთ საშუალება სისხლისმსმელ გარეშე ძალებს ამ ომის კოცონში ფიჩხად გამოგვიყენოს!

დასავლეთისთვის აბსოლუტურად სულერთია აზერბაიჯანიცა და მისი ხალხიც, მაგრამ სჭირდება მისი მილსადენები და კაპიის ზღვის ენერგორესურსები,  გასასვლელი დაუმორჩიელებლ ირანზე; და სულაც არ მოსწონს აზერბაიჯანის ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, ასევე აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის თავშეკავებული დამოკიდებულება ნატოსადმი. ამიტომ დასავლეთი აუცილებლად  შეშფოთდება „დემოკრატიის დონითა“ და „ადამიანის უფლებებით“ ამ ქვეყანაში. ასე იზრუნა მან ერაყზე, ლიბიაზე, სირიაზე... ახლა იქ სამაგალითო დემოკრატია სუფევს და ადამიანის უფლებებიც  რიგზეა.

დასავლეთს სულაც არ ადარდებს სომხეთისა და სომეხი ხალხის ბედი, მაგრამ სომხეთი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა, ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და საბაჟო კავშირის წევრია, ეს კი ნიშნავს, რომ იქ „დემოკრატია არ არის“, ჰომოსექსუალები მთავრობაში არ სხედან, ამიტომ დასავლეთი აუცილებლად დაუჭერს მხარს „ჭეშმარიტ დემოკრატებს“, რომლებიც სომხეთს განვითარების სწორ „დემოკრატიულ გზაზე“ დააბრუნებენ. უახლოეს ხანებში ჩვენ მოწმენი გავხდებით ათასი ჯურის არასამთავრობო ორგანიზაციის, „სახალხო მოძრაობის“, მარგინალური პოლიტიკური პარტიების მკვეთრი გააქტიურებისა, რომლებიც მასობრივი არეულობების, სამართალდამცავებთან სისხლისმღვრელი შეტაკებების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების  მუშაობის დეზორგანიზაციის პროვოცირებას შეეცდებიან.

დასავლეთი არაფრად აგდებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს, ეს თვალსაჩინოდ გვაჩვენა ბოლო 25 წლის პარაქტიკამ.  მაგრამ დასავლეთს სჭირდება საქართველოს ტერიტორია ნატოს ბაზების,  ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განსათავსებლად, რუსეთის სამხრეთში დივერსიების მოსაწყობად და კასპიის ზღვაზე და მის ენერგორესურსებზე გასასვლელ კორიდორად. შევარდნაძე აშშ-ის ნების მორჩილი შემსრულებელი იყო, მაგრამ ტერიტორიის მესამედის დაკარგვის შემდეგ  ბოლო ხანებში თავისი მორჩილებისათვის ჯილდოს ითხოვდა; ეს არ მოეწონათ ამერიკელ პატრონებს და „ვარდების რევოლუციაც“ მოხდა.

სააკაშვილი ამერიკელებზე უფრო მეტ ამერიკელობას ცდილობდა, მაგრამ დააფრთხო ისინი თავისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობით; მათ იგი გაცილებით წყნარი პერსონებით შეცვალეს. თუმცა  ვითარება იქითკენ მიდის, რომ მალე ამერიკელებს საქართველოში სწორედ ფსიქიკურად არანორმალური მმართველი დასჭირდეთ. ამიტომ მორიგი „რევოლუცია“ საქართველოში სულაც  არ არის გამორიცხული.

ჩვენი ქვეყნები საფრთხეშია! ნებისმიერ მასშტაბურ დესტაბილიზაციას სისხლისმღვრელი კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია, რომელიც მთელ რეგიონს მოედება! მორიგი „რევოლუციები“ თვით  ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხების არსებობას ემუქრება!

ადამიანებო,  ფრთხილად იყავით!

საქინფორმი