აქტუალური
სამი ადამიანი დააკავეს სამართალდამცავებმა, თბილისში პეკინის ქუჩაზე "თავისუფალი ზონის" ოფისთან მიმდინარე აქციაზე. დაკავებულები ახლად შექმნილი ორგანიზაცია " თავისუფალი თაობის" წევრები არიან
aqtual-3საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. მათი დაკავება სავარაუდოდ "თავისუფალი ზონის" ოფისის ფანჯრებზე ნიკა მელიას ბანერის წითლად შეღებვის მცდელობას უკავშირდება. "თავისუფალი თაობის" წევრები "თავისუფალი ზონის" ოფისში შესვლასაც ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. აქცია "თავისუფალი ზონის" ოფისთან 15:00 საათისთვის დაიწყო. აქციის მონაწილეების განცხადებით "თავისუფალი ზონის“ ოფისში შეკრებილია ის ხალხი, რომლებიც მიტინგებს არბევდნენ , ხალხს აწამამებდნენ და პატიმრებს აუპატიურებდნენ.