სამართალი
ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორი მამუკა ღლონტი ნათია მიქიაშვილის გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყოფილ თანამშრომელს წინა ხელისუფლების დროს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს ახსენებს
samart-1საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილი, შს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, ვინმე ჯანყარაშვილი ემუქრება ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილს. ეს უკანაკნელი ამბობს, რომ მსგავსი რამ წინა ხელისუფლების დროსაც კი არ მომხდარა. “ნათიას მინდა გავახსენო, რომ წინა ხელისუფლების დროს, სწორედ მისი გადაცემის გასვლის წინ, რომელიც გირგვლიანის მკვლელების ციხეში ყოფას ეხებოდა, (სავარაუდოდ ძალოვნებმა) ხელყუმბარა შემოგვიგდეს ტელევიზიაში, თანაც პირდაპირი ეთერის დროს (აფერუმ “ოცნებას“ რომ საქმე დღემდე გამოუძიებელია) აფეთქების შემდეგ კი პატრული რომელსაც დახმარება ვთხოვეთ, მანქანაში ჩაჯდა და გაიქცა. “მაესტროს“ ხელმძღვანელებს კი ზოგს მიწაში ჩადებით და ზოგსაც ციხეში ამოლპობით გვემუქრებოდნენ. ის რომ დღევანდელი ხელისუფლება ხშირად უკადრებელს მიირთმევს, არ ნიშნავს იმას, რომ მიშას ეპოქა დავივიწყოთ, სადაც პირდაპირ ეთერში არათუ ემუქრებოდნენ, სცემდნენ ჟურნალისტებს და არბევდნენ ტელევიზიებს (სხვათაშორის შენი ჩართვის შემდეგ) წარსულის დავიწყება, უკეთეს მომავალს არ მოგიტანს ჩემო ნათია",- წერს მამუკა ღლონტი.