პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: „დღეს უკვე მოქმედების დროა, ვიდრე კლიმატური ძვრები გამოიწვევს არაპროგნიზირებად ცვლილებებს მთელ მსოფლიოში და საფრთხეს შეუქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს!”
Irakli-polit-1საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გაერო-ს კლიმატის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, რთული რელიეფი საქართველოს დაუცველს ხდის ისეთი ბუნებრივი საფრთხეების მიმართ, როგორიცაა წყალდიდობა, ღვარცოფი და მეწყერი. ზღვის დონის აწევის გამო მოიმატა ქარიშხლებმა და გააქტიურდა სანაპირო ეროზიის პროცესი, რის შედეგადაც განადგურდა სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა. აქედან გამომდინარე, მე სავსებით ვიზიარებ პატივცემული დელეგატების მიერ გამოთქმულ შეშფოთებას და ვეთანხმები ერთობლივ მოწოდებას იმის თაობაზე, რომ ეფექტიანად უნდა დავძლიოთ არსებული გამოწვევები”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო მზადაა, გადადგას პროგრესული ნაბიჯები კლიმატური ცვლილებების შერბილებისკენ და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ღონისძიებებს უკვე ახორციელებს.