პოლიტიკა
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის“ რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა შემოიფარგლოს პოლიტიკური მხარდაჭერით: „ვერ ვხედავ საქართველოში სირიელი მეამბოხეების მოსამზადებელი ცენტრის გახსნის აუცილებლობას. ამისათვის უკვე იქმნება ბაზა საუდის არაბეთში, სადაც მომზადებას 5000 კაცი გაივლის. ამასთან, არ მიმაჩნია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ამხედრებული სირიელი ბოევიკების მომზადება საქართველოს ინტერესებში შედიოდეს. არა იმიტომ, რომ რუსეთი მათ ტერორისტებად მიიჩნევს და ბაზაზე ავიაიერიშის მიტანას გადაწყვეტს. თავად ადამიანები, რომლებიც მომზადებას გაივლიან, ძნელად კონტროლირებადი არიან. ამის დასტური აშშ-ის გამოცდილებაა, რომელიც სირიელ მეამბოხეებს ეხმარებოდა, მათი უმრავლესობა კი შემდეგ „ისლამურ სახელმწიფოს“ მიემხრო“.
ირაკლი ალადაშვილი ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ პანკისიდან ახალგაზრდა კაცების ჯგუფი „ერაყისა და ლეევანტის ისლამური სახელმწიფოს შემადგენლობაში“ იბრძვის, ერთი მათგანი კი - ბათირაშვილი, ომარ ალ-შიშანი, საერთოდაც ამ ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ მეთაურად იქცა.