პუბლიკაციები
Foreign Policy-ს კვალდაკვალ, რომელმაც სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში სირიელი მეამბოხეების მომზადების ცენტრი განთავსდება, თბილისის მიერ ვაშინგტონისთვის შეთავაზებულ წინადადებაზე დღეს უკვე New York Times წერს

1Centr-pol-2-an-9საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძის მცდელობა, მიემართა ქართველი ჩინოვნიკების საყვარელი მეთოდისთვის - ჟურნალისტები დაედანაშაულებინა კვალიფიკაციის არქონაში, მარცხით დასრულდა. მას შემდეგაც კი, რაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფით გამოვიდნენ, გამოცემა Foreign Policy-ს არ შეუცვლია სტატიის შინაარსი თავის საიტზე, სადაც მხოლოდ ერთი აბზაცი დაამატა: „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა განცხადებით, სადაც გამორიცხავს ქართული ჯარების მონაწილეობის შესაძლებლობას სირიის კონფლიქტში. ეს არ უარყოფს სტატიის შინაარსს სასწავლო ცენტრის ორგანიზაციასთან მიმართებაში“. მას შემდეგ კი, რაც დღეს, უკვე Reuters-ის წყაროზე დაყრდნობით, თბილისის მიერ ვაშინგტონისთვის შეთავაზებულ წინადადებაზე დაწერა New York Times-მა, საქართველოში ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ეს ცენტრი საქართველოში იქნება!

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის“ რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა შემოიფარგლოს პოლიტიკური მხარდაჭერით: „ვერ ვხედავ საქართველოში სირიელი მეამბოხეების მოსამზადებელი ცენტრის გახსნის აუცილებლობას. ამისათვის უკვე იქმნება ბაზა საუდის არაბეთში, სადაც მომზადებას 5000 კაცი გაივლის. ამასთან, არ მიმაჩნია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ამხედრებული სირიელი ბოევიკების მომზადება საქართველოს ინტერესებში შედიოდეს. არა იმიტომ, რომ რუსეთი მათ ტერორისტებად მიიჩნევს და ბაზაზე ავიაიერიშის მიტანას გადაწყვეტს. თავად ადამიანები, რომლებიც მომზადებას გაივლიან, ძნელად კონტროლირებადი არიან. ამის დასტური აშშ-ის გამოცდილებაა, რომელიც სირიელ მეამბოხეებს ეხმარებოდა, მათი უმრავლესობა კი შემდეგ „ისლამურ სახელმწიფოს“ მიემხრო“.

ირაკლი ალადაშვილი ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ პანკისიდან ახალგაზრდა კაცების ჯგუფი „ერაყისა და ლეევანტის ისლამური სახელმწიფოს შემადგენლობაში“ იბრძვის, ერთი მათგანი კი - ბათირაშვილი, ომარ ალ-შიშანი, საერთოდაც ამ ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ მეთაურად იქცა.