აქტუალური
პიტერ ბერგენი: „ბარაქ ობამა აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ პრეზიდენტად იქცა - მან შვიდ მუსლიმანურ ქვეყანაში: ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში, პაკისტანში, სომალიში, იემენსა და სირიაში სამხედრო მოქმედებების სანქცია გასცა!“

1Bergen-akt-1-anსაქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. CNN-ის სპეციალისტი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ბერგენი იხსენებს, რომ ობამას გამოსვლა კაიროში 2009 წელს, სადაც მან აშშ-ისა და მუსლიმანურ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ განაცხადა, ასევე, მის მიერ მშვიდობის ნობელის პრემიის მიღება ბევრმა იმის მტკიცებულებად აღიქვა, რომ ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ანტისამხედრო პოლიტიკის მომხრეა, - იტყობინება „რია ნოვოსტი“.   თუმცა, სირიის დაბომბვა პირველი შემთხვევა აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა აშშ-მა სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო გაეროს, ნატოს, არაბთა გაერთიანებული სახელმწიფოების, აშშ-ის კონგრესის ოფიციალური მოწონების გარეშე.

ასევე ბერგენმა მოიყვანა მაგალითი, რომელიც უპოლოტო საფრენ აპარატებზე იერიშებს უკავშირდება. მისი მონაცემებით, ბუში-უმცროსის დროს განხორციელდა 48 ასეთი იერიში პაკისტანში და მხოლოდ ერთი - იემენში, ობამას დროს კი, შესაბამისად, 328 და 99 იერიში.