აქტუალური
„ამერიკის ხმა“: სოხუმს არ სურს ქართველი ლტოლვილების დაბრუნების საკითხის განხილვა - აფხაზეთში მცხოვრები ქართველების რიცხვი 19.26%-მდე შემცირდა, ეთნიკური აფხაზების წილი კი 50.71%-მდე გაიზარდა

1Golos-aqt-3-an-4საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. 2014 წლის 6-7 ოქტომბერს, ჟენევაში, გაიმართება მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ამ მოლაპარაკებებში, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაიწყო, მონაწილეობდნენ დელეგაციები საქართველოდან, რუსეთიდან, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონიდან, ასევე, გაეროს, ევროკავშირის, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლიდან მხარეებს შორის უკვე შედგა 28 შეხვედრა, არსებითი ცვლილებები ამ მოლაპარაკებებს არ მოუტანია.

მკითხველებს შევახსენებთ, რომ მოსახლეობის 1989 წლის აღრიცხვის მიხედვით აფხაზეთში 48% ქართველი და 17% აფხაზი ცხოვრობდა. დღეს, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აფხაზეთში მცხოვრები ქართველების რიცხვი 19.26%-მდე შემცირდა, მოსახლეობის ეთნიკური აფხაზების წილი კი 50.71%-მდე გაიზარდა.

ამავდროულად თბილისი იჟინებს, რომტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ მოცემულ ფორმატში, საერთაშორისო წარმომადგენლების მონაწილეობით უნდა განიხილებოდეს. მთიანობაში, ჟენევის დისკუსიის ყველა მონაწილე მხარე დეკლალირებულად უჭერს მხარს მათ გაგრძელებას, თუმცა სოხუმი და ცხინვალი ამ მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლის აუცილებლობის შესახებ აცხადებენ. კერძოდ, აფხაზეთის დელეგაცია მოითხოვს განხილვის დღის წესრიგიდან ამოიღონ ქართველი ლტოლვილების თავის სახლებში დაბრუნების საკითხის განხილვა, რომლსაც ქართული მხარე მოითხოვს და რომელიც 2008 წლის „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით“ არის გათვალისწინებული.

ეს მოთხოვნა 18 სექტემბერს კიდევ ერთხელ გაახმოვანა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობების დროებითმა შემსრულებელმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიზეზით ჩაიშალა ჟებნევის მოლაპარაკებათა წინა რაუნდი, მას შემდეგ, რაც სოხუმისა და ცხინვალის დელეგაციებმა დატოვეს დარბაზი, სადაც მსჯელობა მიმდინარეობდა. მათ მოთხოვნას, დღის წესრიგიდან ლტოლვილების საკითხის მოხსნის შესახებ მაშინ მხარი დაუწირა რუსეთის წარმომადგენელმა. „აფხაზური მხარე მოლაპარაკებების ჩაშლის წინააღმდეგია. თუმცა, არის პრინციპული საკითხები, რომელთა დათმობა ჩვენ არ შეგვიძლია“, - განაცხადა ჩირიკბამ 2014 წლის 18 სექტემბერს.