სამართალი
„აზერბაიჯანი დამოუკიდებელი ქვეყანაა და თავის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ხალხის ინტერესების შესაბამისად ახორციელებს და ამ გზიდან მას ვერავინ გადაახვევინებს!“ - ალი ჰასანოვი ბარაქ ობამას პასუხობს

1Ali-samar-1-anსაქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული რეზოლუცია, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამას განცხადება, რომელიც აშშ-ის ელჩის არასწორი მოხსენების საფუძველზე გაკეთდა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის ბიუროს ყოველწლიური ანგარიშის თეზისები, ასევე, ისეთი ორგანიზაციების განცხადებები, როგორიცაა Human Rights Watch, Freedom House და სხვ. არ არის ობიექტური და უნდა შეფასდეს როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფოს დამოუკიდებელ პოლიტიკაზე გავლენის მცდელობა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხების განყოფილების ხელმძღვანელმა ალი ჰასანოვმა განაცხადა.

ალი ჰასანოვის თქმით, სამწუხაროდ, უცხოეთის გარკვეული ჯგუფები ამახინჯებენ სიტუაციას ადამიანთა უფლებების კუთხით და დამოუკიდებელი ქვეყნების შესახებ უარყოფით აზრს აყალიბებენ. „ყველა ფაქტის შეკრებისას აღმოჩნდება, რომ დემოკრატია არ არის მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი. სხვა ქვეყნებში რატომ ხუჭავენ ამ ყველაფერზე თვალს აზერბაიჯანის კრიტიკოსები?“ - კითხულობს ალი ჰასანოვი.

ალი ჰასანოვმა შეახსენა აზერბაიჯანის კირიტკოსებს, რომ ქვეყნის მტავრობის წინაშე მდგარ უპირველეს ამოცანას წარმოადგენს ხალხის ინტერესების უზრუნველყოფა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების, საზოგადოების უწყვეტი განვითარება.