პუბლიკაციები
პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე: რუსეთთან გაყინული ურთიერთობების „ყინულმჭრელი“, ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს"! (ივანიშვილი – ივანოვის ფორმატი და საქართველო – რუსეთის არაფორმალური დიალოგი)

1Jumber-anal-GEOსაქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ–ის პრეზიდენტმა ობამამ  უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსთან შეხვედრისას, განაცხადა:"უნდა გამოინახოს საშუალება, რომ უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება შეძლონ"! – დიახ, ეს გზავნილი გაკეთდა ყირიმის "რეფერენდუმის" და რუსეთის მიერ მისი ანექსიის 6 თვის თავზე, პლუს, აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი სამშვიდობო პაუზის („პერემირიე“) ფონზე, სადაც უკრაინის ცენტრალურმა ხელისუფლებამ სამხედრო მარცხი განიცადა რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტებთან (განდგურდა უკრაინის სამხედრო ტექნიკის 60% და ათსობით სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ან ტყვედ ჩავარდა!) და მზაობა გამოთქვა, რომ დონეცკ–ლუგანსკის ოლქებისათვის განსაკუთრებული სტატუსი მიეცა!..

  ვისაც ობიექტური (ადეკვატური) ანალიზის უნარი გააჩნია, მას არ გაუჭირდება შესაბამისი დასკვნების გამოტანა, გავითვალისწინოთ, რომ ბარაკ ობამას ეს რეპლიკა ნახევარწლიანი პროცესის შემაჯამებელი დასკვნადიაგნოზია! აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესაბამისი ვარიანტები გათვალოს, რათა მომზადებული შეხვდეს მოვლენების ნებისმიერ განვითარებას, რაც ჩვენი ხელისუფლების მაღალ ეშელონებში არ იგრძნობა და, - მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორების იმედად ყოფნამ კი, თუ რა მდგომარეობაში ჩააგდო უკრაინის ახალი ხელისუფლება და მთლიანად უკრაინა, მე მგონი კარგად ჩანს!.. იმის შესახებ ტრაბახი კი, რაც ამ დღეებში ზურაბ აბაშიძემ გაახმოვანა, თითქოს, „ფილიგრანულად ისე მოვახერხეთევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების გაფორმება და ნატოს უელსის სამიტზე ახალი პრეფერენციების მიღება, რომ რუსეთიარ გაღიზიანდაო“, გახლავთ არასერიოზული მსჯელობა და უადგილო თვითკმაყოფილების გამოხატულება! თავს ვიტყუებთ?! განა, ცხადია არ არის, რომ რუსეთითვალს გვადევნებსთუ რას მოვიქმედებთ და არაფერი გამოეპარება, უბრალოდ, ჯერჯერობით საქართველოს მიმართულებით არ აქტიურობს, სხვა პრობლემებით არის დაკავებული და როგორც კიმოიცლის“, მაშინათვე უნდა ველოდოთ... რაას?! აი, ესაა ხელისუფლების საფიქრალი და ქართულმა საზოგადოებამაც უნდა იმსჯელოს, თუ რას უნდა ველოდოთ არსებულ გამწვავებულ გეოპოლიტიკურ რეალობაში, რა სტრატეგია და ტაქტიკა უნდა ავირჩიოთ ქვეყნის გადასარჩენად, სავარაუდო მოსალოდნელი აგრესიის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის გასამთლიანებლად, ევროპული ვექტორის შესანარჩუნებლად?! შესაძლებელია კი, რომ ეს ყველაფერი ერთობლიობაში მოვახერხოთ?! არ გამორიცხავენ ისინი ერთურთს?! და ა.შ... თორემ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საქართველოს ხელისუფლებამოლოდინის რეჟიმშია“, რაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს ქვეყანას!..

 

უკრაინის ხელისუფლება, რომლის სახელმწიფოს ერთი ნაწილი ანექსირებულია (ყირიმი), ხოლო აღმოსავლეთ უკრაინაში სისხლისმღვრელი კონფლიქტი – ომი დროებით ჩაცხრა, სადაც აშკარად გამოჩნდა რუსეთის სამხედრო მონაწილეობა, – მაინც არ წყვეტს დიპლომატიურ კავშირს რუსეთთან, რათა უფრო ფართომასშტაბიანი ომი არ მიიღოს მასთან, რაც შესაძლებელია, რომ რუსეთის მიერ კიევის დაკავებით და მთლიანად უკრაინის ოკუპაციით დასრულდეს!.. მინსკის მოლაპარაკებებზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, უკრაინის ხელისუფლებას წარმოადგენს მისი ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, რომლის მონაწილეობამ ამ პროცესში გარკვეულწილად გაანელა რუსების აგრესიული ტონი და მათთან დიალოგის მსვლელობისას, კუჩმას ფაქტორი დადებითად მოქმედებს საერთო ატმოსფეროზე. ახალს არაფერს ვიტყვი, უბრალოდ, ასეთი სახის სამხედრო–პოლიტიკური დაპირისპირების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნულ ფაქტორს, თუ ვინ მონაწილეობს დიალოგში, რაც მეტწილად განსაზღვრავს კომპრომისული, თუნდაც დროებითი მშვიდობიანი მდგომრეობის მიღწევას. საქართველოსთვის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არ ქონის პირობებში, მიზანშეწონილია, რომ არაფორმალურ დონეზე შედგეს გარკვეული კონტაქტი, რომელშიც ორივე მხრიდან ჩაერთვებიან მაღალი ნდობის მქონე პირები! ეს იმისთვის გახლავთ აუცილებელი, რომ ფორსმაჟორული სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში, მხარეებს შორის სწრაფად მოხდეს დაკონტაქტება და მდგომარეობის განმუხტვაგანეიტრალება! უკანასკნელ 2 წელიწადში, რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება (მიუხედავად, „მავთულხლართების პოლიტიკისა“), საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ გაწონასწორებულია, მაგრამ, ორმხრივი გარკვეული უნდობლობის ნიშნები მაინც სახეზეა და ამის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი არის, მათ შორის, – პირდაპირი კონტაქტის არ არსებობა! აბაშიძე–კარასინის ფორმატი და მათი შეხვედრების თემატიკა და სიხშირე (3–4 თვეში ერთხელ) ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც უკრაინის კრიზისის ფონზე და მსოფლიოში არსებულ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აუცილებელია!..

ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა შეიქმნას ასეთი საკონტაქტო ჯგუფი, რომლის სათავეში უნდა იქნას წარდგენილი სწორედ ასეთი ღირსებებით შემკული პიროვნებები. ვფიქრობ, რომ გამომდინარე ჩვენი სასიცოცხლო ინტერესებიდან, საქართველოსგან უნდა მოდიოდეს ასეთი ინიციატივა, რომელიც საშუალებას მოგვცემს რუსეთთან არაფორმალური დიალოგის დაწყების. ასეთი ორმხრივი დიალოგი, უწინარესად პრევენციული ხასიათის იქნება და თავიდან აგვარიდებს ყოველგვარ მოსალოდნელ გაუგებრობას!.. მიმაჩნია, რომ რუსეთთან დიალოგში საქართველოს მხრიდან მთავარ მომლაპარაკებლად, ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს (ვიმეორებ, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ ქონის პირობებში), რომლის მიმართ ნდობის მაღალი რეიტინგი ქართულ საზოგადოებაში ეჭვს არ იწვევს, ხოლო, რუსეთის მხრიდან მათი გადასაწყვეტია, დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც შესაბამის კანდიდატურას შეარჩევენ (ვფიქრობ, რომ რუსეთის მხრიდან, ორივე ქვეყნისთვის მისაღები პიროვნება იქნება, იგორ ივანოვი, რუსეთის ფედერაციის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ბრწყინვალედ იცნობს რუსულ–ქართული ურთიერთობათა პრობლემატიკას)!.. დიახ, ეს საშური საქმეა და ბევრი „მსჯელობა“ არ ჭირდება, იმდენად სწრაფად ვითარდება ჩვენს გარშემო არასასურველი პოლიტიკური მოვლენები!.. შემთხვევით არ მოვიყვანე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის კუჩმას მაგალითი, რომელიც დღეღამეს ასწორებს, რათა როგორმე დაეხმაროს თავის სამშობლოს და ასეთი მაგალითები, ყოფილი ან გადამდგარი სახელმწიფო მოღვაწეების ბევრია, რომლებიც არაფორმალური სტატუსით განაგრძნობდნენ ქვეყნის სამსახურს იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირდა სამშობლოს!.. ასე რომ, ყველა "გეგმა და პროექტი მოიცდის", ყველაფერი გვერდზე უნდა გადაიდოს, რადგანაც ქვეყნისთვის უმთავრესია უსაფრთხოების საკითხების პრევენცია, რაც მხოლოდ მაღალი ავტორიტეტის სახელმწიფო მოღვაწეების ხვედრია!.. საქართველოს მთავარი მიზანია, რომ არ დავუშვათ ჩვენი მხარეების "ყირიმიზაცია" და დღეს, ოკუპანტი რუსეთი, ხვალ პარტნიორად "ვაქციოთ"!.. ბიძინა ივანიშვილის ჩართვა რუსეთთან არაფორმალურ დიალოგში, ერთგვარი პასუხი იქნება აბსოლუტურად უსაფუძვლო, ცილისმწამებლური ბრალდებებისა ნაცმოძრაობისმხრიდან, რომ თითქოს ყოფილი პრემიერირუსი ოლიგარქიადა რუსეთისდავალებით მოქმედებს“, – და სწორედ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დაიწყება ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც რუსეთთან ყოვლისმომცველი შეთანხმებით დასრულდება (დასავლეთის ჩართულობით!), რაც ქვეყნის გამთლიანების საწინდარი გახდება!.. სტატიის დასაწყისში, აშშ–ს პრეზიდენტის ობამას მიერ მოყვანილ ციტატაში თუ ერთ სიტყვას შევცვლით, მაშინ იგი ასე გახმოვანდება:"უნდა გამოინახოს საშუალება, რომ საქართველომ და რუსეთმა მოლაპარაკება შეძლონ"! – დიახ, ეს ძალიან პრაგმატულად ჟღერს და ჩათვალეთ, რომ პრეზიდენტი ობამა ამას დაადასტურებს. მითუმეტეს, რომ ასეთი სურვილი მრავალჯერ გამოთქვეს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ამერიკასა და ევროპაში!..

მოკლედ, სანამ ოფიციალური სახელმწიფოთაშორისო კავშირები გაწყვეეტილია, რუსეთთან გაყინული ურთიერთობები მხოლოდ არაფორმალური დიალოგის მეშვეობით „გალღვება“, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ „ყინული დაიძრას“, ხოლო ამ პროცესის ყინულმჭრელი სწორედ ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს!